ცნობილ ტელეწამყვანს, ირაკლი მაქაცარიას და მის მეუღლეს, ლიზა ჩიჩუას ორი შვილი ჰყავთ – ერთი ბიჭი და მეორე გოგონა, რომელიც ახლახანს შეეძინათ.
მქაცარიამ რამდენიმე თვის წინ გადაცემაში – “დღის პოსტი” ვაჟის აღზრდასა და ცხოვრების წესზე ისაუბრა. როგორც ამბობს, ცდილობს შვილს ჯანსაღი და სრულფასოვანი გარემო შეუქმნას.
“ჩვენი პატარას აქვს თავისი კვება. იმდენი ენერგია აქვს. ყველა ბავშვისთვის მაგალითი მშობელია, ამიტომ მის ირგვლივ სპორტზე აქცენტი ხშირად კეთდება ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ, თავად გაუჩნდება სურვილი დაინტერესდეს სპორტით”, – აღნიშნა მაქაცარიამ.
მისი თქმით, ვაჟს ჯერ ტელეფონი და ტელევიზორი არ უნახავს და ის სიამოვნებით ირჩევს წიგნებსა და ზღაპრებს.
“ჩართული ვარ ბავშვის აღზრდაში, რამდენად კარგი მამა ვარ ამას ჩემი მეუღლე უფრო იტყვის, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. წლის და 5 თვისაა და ძალიან ვამაყობ, რომ ტელევიზორი და ტელეფონი ჯერ არ იცის ჩემმა შვილმა… მხოლოდ ფერადი წიგნები და ნახატები, თავად ითხოვს ზღაპრებს და წიგნებს”, – ამბობს მაქაცარია.
ტელეწამყვანის ოჯახში სიხარული და პოზიტიური ენერგია მეფობს. ისინი აქტიურად ცდილობენ შვილების ჯანმრთელ და ჰარმონიულ გარემოში აღზრდას.