ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბები"ავარიის შედეგად სამი ადამიანი..." - ავარია ახალციხის რაიონში
spot_img

“ავარიის შედეგად სამი ადამიანი…” – ავარია ახალციხის რაიონში

frenis kompensaciafrenis kompensacia

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “იმედში” გადაიყვანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 3 თებერვალს დილის საათებში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზაზე მოულოდნელად ცხენებმა გადაირბინეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

“12 ცხენი იყო, მოსახვევში მოულოდნელად გადმოხტნენ, ერთ–ერთი ცხენი აიყალყა და პირდაპირ მანქანის კაპოტს და საქარე მინას დაეჯახა. შუშა ჩაიმსხვრა, ძღოლმა გზა ვერ დაინახა, გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა”, – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო ადგილიდან: სამხრეთის კარიბჭე

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!