აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.
საელჩომ ცოტა ხნის წინ მოკლე კომენტარი გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს რეაგირებისათვის.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.



 
                                    




 
                 
     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
        