Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბები,,მამამთილი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო... სისტემატურად ძალადობდა რძალზე“ - წყალტუბოში მომხდარი...

,,მამამთილი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო… სისტემატურად ძალადობდა რძალზე“ – წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები

spot_imgspot_img

,,პრაიმტაიმს“ წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალ დეტალებს იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლევან ჭელიძე უყვება.

იურისტის თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამამთილი რძალს სახლში დაბრუნებას აიძულებდა.

,,ქმრის გარდაცვალებამდეც ძალადობდა მამამთილი მასზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ფიზიკურად. მაგრამ არ ამხელდა ეს გოგო ამ ფაქტს. იდეალური ქმარი ჰყავდა, მათ სიყვარულზე ისტორიაც კი დაიწერება.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცოტა ხანს მეუღლის სახლში ცხოვრობდა, გაგრძელდა ძალადობა, ლანძღავდა მამამთილი სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. წამოვიდა ეს გოგო სახლიდან.

მამამთილი სთხოვდა, მოდი და აქ იცხოვრეო. ეუბნებოდა, ჩემი შვილი შენ მოკალიო. რეალურად ეს ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა, როდესაც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა“, – უყვება ,,პრაიმტაიმს“ იურისტი ლევან ჭელიძე.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!