პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, სახელმწიფომ ბინა/სახლი რომ აჩუქოს - ირაკლი მხეიძის...

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, სახელმწიფომ ბინა/სახლი რომ აჩუქოს – ირაკლი მხეიძის განმარტება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 000-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართებს მიიღებს. აქედან, 7 000-მდე დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებულ, ახალ ბინებს გადასცემენ. 6 000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.

პროექტის არსსა და მნიშვნელობაზე „პრაიმტაიმს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი მხეიძე ესაუბრა.

– გაქვთ თუ არა მონაცემები, ყველაზე მეტად რომელ რეგიონში განსახლდნენ დევნილი ოჯახები „სოფლად სახლი“-ს პროგრამით? იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, რამდენმა დევნილმა ოჯახებმა ისარგებლა და  ყველაზე მეტად რომელი რეგიონი იყო მოთხოვნადი?

– „სოფლად სახლის“  პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს და მასში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების რიცხვი  წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.  2022 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სააგენტომ სოფლად სახლი უკვე 1800-მდე (1791)  ოჯახს  შეუსყიდა და ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

რაც შეეხება მოთხოვნას რეგიონების მიხედვით,  პროგრამის ფარგლებში,  ყველაზე მეტი ოჯახი სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში განსახლდა.

– ვის შეუძლია „სოფლად სახლის“ პროგრამაში ჩაბმა?

– „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში  განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ დევნილ ოჯახს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არ არის. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, როგორც სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში, ისე ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი პროგრამით სარგებლობისთვის?

– პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების  საკითხს, რომლებსაც განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა.  სააგენტოს მონიტორინგის სამსახური თითოეული ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის, მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას გადაეცემა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო და 13 000-მდე დევნილი ოჯახი, 3 წლის განმავლობაში განსახლდება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!