პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირა ვიცით ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრზე - ლიზ ტრასის სკანდალური პირადი ცხოვრება

რა ვიცით ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრზე – ლიზ ტრასის სკანდალური პირადი ცხოვრება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად  ლიზ (ელისაბედ)  ტრასი აირჩიეს. ხმის მიცემის შედეგების გაგების შემდეგ ტრასმა აღნიშნა, რომ მიღწეულ წარმატებაში მის მეუღლესა და ოჯახს დიდი როლი მიუძღვის. 

რა ვიცით ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრზე – ლიზ ტრასის პირადი ცხოვრება

ლიზ ტრასი დაქორწინებულია ჰიუ ო’ლერზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს. 

ელისაბედი და ჰიუ ერთმანეთს 1997 წელს ერთ-ერთი კონფერენციის დროს შეხვდნენ.   მაშინ ტრასი 22 წლის იყო. ელისაბედს ძალიან უყვარდა ზამთრის სპორტი და შესაბამისად, პირველი პაემანზე წყვილი სწორედ ყინულზე სასრიალოდ წავიდა. 

„მე ის ყინულზე სასრიალოდ დავპატიჟე, მან  კი ფეხი მოიტეხა”,- იხსენებს ელისაბედი. 

სასრიალო მოედანზე დაწყებული სიყვარულის ისტორია 2000 წელს ქორწილით დაგვირგვინდა. 

ელისაბედი  ურთიერთობის გასაჯაროებას ერიდებოდა, ამიტომ მათი საქორწილო ცერემონიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ელისაბედსა და ჰიუს საკმაოდ ძლიერი ოჯახი აქვს, ეს ყოველთვის ასე არ იყო. 

წყვილის ურთიერთობაში პირველი ბზარი 2005 წელს გაჩნდა, როდესაც პრესაში ლიზ ტრასისა და მისი თანამემამულე კონსერვატორის, მარკ ფილდს შორის არსებული რომანის დეტალები გახდა ცნობილი. იმ პერიოდში მარკსაც ჰყავდა ოჯახი, თუმცა ამ ინფორმაციამ მარკისა და მისი მეუღლის ქორწინება დაასრულა. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შემდეგ ელისაბედი და ჰიუ კვლავ ერთად იყვნენ, ტრასის კარიერაში ძირეული ცვლილებები მოხდა. ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კონსერვატიული პარტიის წევრები მოითხოვდნენ ტრასს სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკში კონსერვატიული კანდიდატის თანამდებობა დაეტოვებინა.

თუმცა, წყვილმა ყველაფრის გადალახვა შეძლო. 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში ტრასმა განაცხადა, რომ ის ბედნიერია ჰიუსთან ერთად. 

 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!