Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებისაავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

spot_imgspot_img

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს.

უწყების ცნობით, დევდორაკის გვირაბში 11 ოქტომბერს მოძრაობა 7 საათით აიკრძალება.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ123-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემების მიმდინარე ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 11 ოქტომბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!