პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო: მოსმენილმა...

50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო: მოსმენილმა გონება დააკარგვინა

kompensacia frenebzekompensacia frenebze
თავიდან თითოეულ ადამიანს საიმედო და ერთგული პარტნიორი პოვნა სურს, რომელსაც მთლიანად ენდობა. იდეალური ქორწინება გულწრფელობასთან, პატიოსნებასთან და ურთიერთპატივისცემასთან ასოცირდება. თუმცა ყოველთვის ასე არაა. როგორც წესი, ერთ–ერთი მეუღლე მეორე ნახევარს რაღაცას მაინც უმალავს. 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მორიგი გულითადი საუბრისას ჰენრის წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ცოლს კარადაში ამდენი ჩონჩხი ექნებოდა დამალული.

 

გულითადი საუბარი ერთ საღამოს ჰენრი თავის საყვარელ მართას ესაუბრებოდა. ისინი 50 წლის იუბილეზე საუბრობდნენ და წარსულის საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტებს იხსენებდნენ. მათ წლების შემდეგაც ნაზი და მგრძნობიარე ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს. დიალოგისას ქმარი დაინტერესდა, ცოლი ღალატობდა თუ არა. იქნებ, წლების განმავლობაში რამეს მალავდა, რაც უნდა იცოდეს. მართას პასუხმა, რომ ყოველთვის მისი ერთგული არ იყო, ჰენრი გააოგნა. უფრო ზუსტად, მან სამჯერ უღალატა, მაგრამ ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა.

 

პირველად ჰენრიმ ახსნა მოითხოვა. ქალმა შეახსენა პერიოდი, როცა სახლის კრედიტი უნდა გადაეხადათ, მაგრამ ფული არ ჰქონდათ. მაშინ ერთადერთი სახლი შეეძლოთ დაეკარგათ, ამიტომ მართა იძულებული იყო გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგა. ბანკირთან საღამოს შეხვედრის შემდეგ ბანკი დათმობაზე წავიდა და კრედიტის გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს. სწორედ მაშინ პირველად უღალატა. ჰენრიმ ღრმად ამოისუნთქა და მაგრამ დათანხმდა, რომ ცოლმა ოჯახი გადაარჩინა. რა მოხდა მეორედ? ოპერაცია მაშინ ცოლმა ქმარს შეახსენა, რომ მას ერთხელ სასწრაფო გულის ოპერაცია დასჭირდა. რომ არა ოპერაცია, ვერ გადარჩებოდა. ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ქალი ექიმთან მოსალაპარაკებლად შევიდა. მეორე დღეს ქმარს უფასოდ ოპერაცია გაუკეთეს. ჰენრი გაგონილმა შეძრა. მან მისი სიცოცხლე გადაარჩინა. რა მოხდა მესამედ? შოკისმომგვრელი სიმართლე მართამ შეახსენა დრო, როცა ჰენრი გოლფ კლუბის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. ამის გაკეთება ძნელი იყო, რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სურვილი ბევრს ჰქონდა. „გახსოვს, შენ კიდევ 73 ხმა გჭირდებოდა…“ – დაიწყო მართამ. და აქ, ჰენრიმ გონება დაკარგა…
amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!