დაღუპულია 49 ადამიანი და ეს საბოლოო რიცხვი არ არის – ფაშინიანი

0
52

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

 პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაღუპულია 49 ადამიანი და ეს კიდევ საბოლოო რიცხვი არ არის.

„ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 49 [ჯარისკაცი] დაღუპული და სამწუხაროდ ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი“, – განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

„ამით სომხური მხარე ცდილობს, დამალოს მის მიერ მოწყობილი მასშტაბური პროვოკაცია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.