პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიგიზო ვასაძის მოულოდნელი საჩუქარი პატარებს - რა სიურპრიზი მოუწყო საბურალოს გამეგბელმა მათ

გიზო ვასაძის მოულოდნელი საჩუქარი პატარებს – რა სიურპრიზი მოუწყო საბურალოს გამეგბელმა მათ

kompensacia frenebzekompensacia frenebze

დედაქალაქის რაიონების გამგებლებს შორის, გიზო ვასაძე რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაზე არავინ დავობს. დღისით თუ ღამით, ხშირად ხედავენ მოქალაქეები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებთან ერთად.

არაერთი წერილი დაწერილა მის გულისხმიერებასა და საქმისადმი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე. რამდენიმე წუთის წინ გამგებელმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც მიიქცია ჩვენი ყურადღება.

„რამდენიმე დღის წინ სტატუსს და ფოტოებს გადავაწყდი, როგორი ხალისითა და მონდომებით ასუფთავებენ პატარა ბავშვები თავიანთ ეზოში სპორტულ მოედანს. ასეთი საქციელი სამაგალითოა არამარტო მათი ასაკის ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც, რადგან ყველა ერთნაირად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ყოველ დილით ალაგებენ ჩვენს ქუჩებსა და უბნებს. ამ პატარების წახალისება იქნებოდა სტიმული მათთვისაც და სხვებისთვისაც.

ამიტომ გადავწყვიტე სიმბოლური საჩუქრები გადამეცა და მადლობა მეთქვა მათთვის უბანზე ზრუნვისთვის. ასეთი აქციების გამართვას კიდევ აპირებენ და სხვა თანატოლებსაც დიდი სიხარულით ჩართავენ. ყველა მოსწავლეს ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს. ჩვენს დედაქალაქს კი მოვუაროთ და გვიყვარდეს“,- წერს გიზო ვასაძე.

როგორც გავარკვიეთ, საჩუქარი დღეს იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრებმა , უბანზე მზრუნველმა პატარებმა მიიღეს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!