Tuesday, September 27, 2022
spot_img
HomeVIDEO: შემზარავი კადრები - ზვიგენმა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

VIDEO: შემზარავი კადრები – ზვიგენმა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

spot_imgspot_img

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ამერიკული საკრუიზო გემის მგზავრი დაიღუპა, –  ამის შესახებ BBC იუწყება. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით,  58 წლის ქალი ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.

მედიის ცნობით, ზვიგენების თავდასხმები ძალზე იშვიათია. ქალის ოჯახის წევრებმა და ტურისტული კომპანიის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ქალს თავს დაესხა ზვიგენი, მათ დაშავებული ქალის  წყლიდან ამოყვანა მოახერხეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს. მსხვერპლს ჭრილობები ზედა კიდურებზე აქვს მიყენებული.

საკრუიზო კომპანიამ Royal Caribbean International-მა განაცხადა, რომ ისინი მხარდაჭერას და დახმარებას უწევენ  დაზარალებულის ახლობლებს ამ რთულ პერიოდში.

 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge