Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიმსოფლიოთუბა ბუიუქუსთუნის სკანდალური ცხოვრების გზა და 2 ტყუპი გოგო

თუბა ბუიუქუსთუნის სკანდალური ცხოვრების გზა და 2 ტყუპი გოგო

spot_imgspot_img

თუბა ბუიუქუსთუნი თურქი მსახიობია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. მომხიბვლელი ვარსკვლავი პროფესიით სასცენო კოსტიუმების დიზაინერია. მართალია, ამ პროფესიით არასდროს უმუშავია, თუმცა შვილების შესამოსად კი იყენებს – თუბა თავის გოგონებს ხშირად საკუთარი ხელით უკერავს კაბებს და ცხადია, დიზაინიც მას ეკუთვნის.

Rating

ბუიუქუსთუნის ფილმოგრაფიაში არაერთი წარმატებული როლია, თუმცა ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე უფრო ცნობილია სერიალი “შავი ფული და სიყვარული”, სადაც მთავარ როლს თურქული სერიალების კაშკაშა ვარსკვლავთან, ენგინ აქიურექთან ერთად ასრულებს.

Rating

გარდა “შავი ფულის და სიყვარულისა”, თუბას პოპულარული ნამუშევრებია “ასი”, “20 წუთი”, “ბოშა ქალი”, “მამაცი და ლამაზი” და ა.შ. ამ უკანასკნელში ის თურქ ბრედ პიტად წოდებულ ქივანჩ თათლითუღს უწევდა პარტნიორობას.

Rating

თუბა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრესტიჟულ დაჯილდოებებზე იყო საუკეთესო ქალი მსახიობის რანგში ნომინირებული და ბევრ მათგანში გამარჯვებაც მოიპოვა. 2012 წელს “20 წუთში” შესრულებული როლისთვის ემის დაჯილდოებაზეც კი წარადგინეს, თუმცა გამარჯვება არ მოუპოვებია.

ამჟამად ის პოპულარულ თურქულ დრამაში “ელჩის ქალიშვილში” თამაშობს, სადაც კვლავ თავის ძველ ეკრანულ პარტნიორს, ენგინ აქიურექს დაუბრუნდა. თუბამ სერიალში ნესლიჰან ათაგული ჩაანაცვლა, რომელმაც გადაღებები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

Rating

თუბას და ენგინს თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ბუიუქუსთუნს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პარტნიორი ენგინია და რომ კვლავ სურდა მასთან ერთად ახალ პროექტში მონაწილეობის მიღება. მსახიობს ოცნება აუხდა და ბევრისთვის საყვარელი ეკრანული წყვილი კვლავ სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა.

Rating

გარდა კარიერული წარმატებისა, თუბა გამოირჩევა თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. 2014 წელს ის იუნისეფის კეთილი ნების ელჩი გახდა.

სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები

თუბა ბუიუქუსთუნის სახელს არაერთი გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა უკავშირდება. მსახიობი 2011 წელს თავისივე კოლეგაზე, ონურ საილაქზე დაქორწინდა. ქორწინების რომანტიკული ცერემონია საფრანგეთში, პარიზში შედგა. 2012 წელს მათ ტყუპი გოგონები შეეძინათ – მაია და თოფრაქი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შეყვარებული და ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, საბოლოოდ, ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება და 2017 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

Rating
Rating

განქორწინების შემდეგ მალევე, 2017 წელს თუბამ რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო ახალგაზრდა ბიზნესმენ უმუთ ევირგენთან, თუმცა ამ ურთიერთობამ დიდხანს არ გასტანა.

Rating

რამდენიმე თვის წინ კი თურქული მედია თუბასა და მასზე 9 წლის უმცროს თურქი მსახიობის მერთ დუიმაზის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ წყვილი ერთმანეთს რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამ თემაზე თავად მსახიობს კომენტარი არ გაუკეთებია.

Rating

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ონურ საილაქზე დაქორწინდებოდა, ურთიერთობა ჰქონდა სერიალ “ასის” ოპერატორთან, სამი საიდანთან და მაშინ, როცა ყველა თუბასა და მურათ ილდირიმის რომანზე წერდა, ბუიუქუსთუნი სინამდვილეში ოპერატორზე იყო შეყვარებული.

როგორც ცნობილია, ამჟამად მისი გული თავისუფალია და მთლიანად კარიერასა და შვილებზეა კონცენტრირებული.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!