Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებითბილისში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს

თბილისში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს

spot_imgspot_img

თბილისში, ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს.

ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა.

ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ,,პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!