Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბები"სინდისი კი ისეთი რამაა, რის ქონასაც ადამიანს ვერ მოსთხოვ" - ნახეთ რა...

“სინდისი კი ისეთი რამაა, რის ქონასაც ადამიანს ვერ მოსთხოვ” – ნახეთ რა კომენტარს აკეთებს ნიკა გვარამია

spot_imgspot_img

“ვმოძრაობთ წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ”, – ასე დაასრულა სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვა. დღეს მისი ბოლო პროცესი გაიმართა.

ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს უთხრა, რომ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რასაც სინდისი უკარნახებთ, სინდისი კი ისეთი რამაა, რის ქონასაც ადამიანს ვერ მოსთხოვ.

“ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა სხვა დროს რომ მიღებული ეს გადაწყვეტილება და ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო მიღებული პატიმრობის ნაცვლად და ახლაც იგივე რეაქცია მექნება. ჩემი პატიმრობის ჯარიმით შეცვლა, ჩემს ბრძოლაში არაფერს არ შეცვლის საერთოდ, უფრო სწორედ, გარეთ ვიქნები და კიდევ უფრო გამაძლიერებს იმისთვის საბრძოლველად, რასაც ჰქვია სამართლიანობა. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას, თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!