Sunday, September 25, 2022
spot_img
Home„საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია“ - ინალ არძინბა

„საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია“ – ინალ არძინბა

spot_imgspot_img

„ვითარება რეგიონში ფეთქებადია, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

არძინბას განცხადებას ekhokavkaza.com-ი ავრცელებს.

„იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, იმის გათვალისწინებით, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვესაჭიროება თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, მტკიცედ დგომა და ჩვენი ინტერესების დაცვა“

საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ, გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, მეორე მხრივ, ვხედავთ რას აკეთებს. საქმე იმაშია, რომ დამრტყმელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების მიწოდებაზე კონტრაქტები იზრდება, NATO-სთან კონსულტაციები მიმდინარეობს და დაზვერვა აქტიურად მუშაობს“, – თქვა არძინბამ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge