Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიასტროლოგიაროგორ შევხვდეთ და როგორი იქნება 2023, წყლის შავი კურდღლის წელი? როგორ მოვიზიდოთ...

როგორ შევხვდეთ და როგორი იქნება 2023, წყლის შავი კურდღლის წელი? როგორ მოვიზიდოთ წარმატება?

spot_imgspot_img

მომავალი, 2023 წელი, ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ წლად ითვლება. ბობოქარი სიახლეებით არ გვაშინებს, პირიქით, სიმშვიდესა და სტაბილურობას გვპირდება. რა უნდა ვიცოდეთ კიდევ მომავალი, 2023 წლის შესახებ?

ნიშნის დახასიათება
ჩინური კალენდრის მიხედვით მეოთხე ზოდიაქოს წელია. წყლის შავი კურდღლის წელიწადი სამოც წელიწადში ერთხელ დგება.
კურდღლის წელი სიკეთეს, რომანტიკას, ურთიერთობებსა და ოჯახურ ბედნიერებას გვპირდება. ამბობენ, რომ ეს წელი ოჯახურ კონფლიქტებსა და გარჩევებს გვერდით მოიტოვებს. ოჯახისთვის კი შემოსავლიანი იქნება.
ამ წელს სახლსა და ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. კურდღელი ხომ ოჯახური არსებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

მეორე ნახევარი და შთამომავლობა.
ამ წელს წყვილები, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს ურთიერთობის გაოფიციალურება, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ოჯახში მატებაც მოჰყვება.
წყალი მოქმედებისა და ამავდროულად გაწონასწორებული ძალის სიმბოლოა. კონფლიქტების მოგვარება სწორედ გონივრული გადაწყვეტილებების ხარჯზე იქნება შესაძლებელი.

როგორ მოვიზიდოთ წარმატება
ჩინური ტრადიციების მიხედვით, ამ წელს წარმატების მოსაზიდად ყველაზე კარგი კურდღლის პატარა ფიგურა იქნება, განსაკუთრებით – ოქროსფერის, რომელიც მონეტაზე იქნება წამოსკუპებული. იმისათვის, რომ ოჯახში სითბომ და სიყვარულმა დაისადგუროს, ასტროლოგები გვირჩევენ, კურდღლის ფიგურა ფანჯრის რაფაზე მოვათავსოთ. ვისაც მოთმინებისა და სითბოს დეფიციტი აქვს, უკანა თათებზე დამჯდარი კურდღლის ფიგურა სჭირდება, ხოლო კურდღელი სტაფილოთი ხელში ბიზნესში წარმატების სიმბოლოდ აღიქმება.

როგორ აღვნიშნოთ

კურდღელი, ისევე როგორც კატა, ოჯახური ცხოველია, ამიტომ ახალი წლის შესახვედრად საუკეთესო ადგილი სახლი, ოჯახია. ეს უნდა იყოს ოჯახური დღესასწაული, უცხო, შემთხვევითი პირების დასწრება ამ დღეს მიზანშეწონილი არ არის.

რა ჩავიცვათ
ამ მხრივ არჩევანი დიდია, რაც გსურს, სულო და გულო!
შეგიძლიათ გამოსასვლელი შავი ფერი აირჩიოთ, თუმცა აქსესუარებით ან სხვა რაიმე დეტალით აქცენტი წყალზეც უნდა გაკეთდეს.
თუ კლასიკის მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ არჩევანი თეთრზე ან ნაცრისფერზე შეაჩეროთ.
უარი თქვით ორიგინალურ და უცხო სამოსზე, კურდღელს სისადავე, უბრალოება უყვარს.

როგორ მოვრთოთ სახლი
სახლში არ უნდა იყოს მყვირალა, მკვეთრი ფერები. ეცადეთ ინტერიერიდან ამოიღოთ წითელი და მასთან მიახლოებული ფერები. უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერებსა და მწვანეს. კარგი იქნება დეკორად ცოცხალი ყვავილების გამოყენება, კატას და კურდღელს ხომ ძალიან უყვართ ბუნება.

როგორი სუფრა გავშალოთ
შეგახსენებთ, რომ ეს ორმაგი (კატა/კურდღელი) წელია, ამიტომაც სუფრა ორივეს პატივსაცემად უნდა გაიშალოს.
ეცადეთ, რომ სუფრაზე აუცილებლად იდოს თევზისგან მომზადებული კერძი, ბევრი მწვანილი და ბოსტნეული. აქცენტი სალათებზე გააკეთეთ. ეს ორიგინალური და თან სასარგებლო იქნება. მთავარ კერძად შეგიძლიათ მოიაზროთ ქათამი ან ღორის ხორცი. სუფრის სერვირებისას გამოიყენეთ თეთრი და ოქროსფერი აქცენტები.

 

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!