ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიროცა მათი ხელისუფლება ფეხზე დააყენა და წელში გამართა, მაშინ არ თვლიდნენ ოლიგარქად,...

როცა მათი ხელისუფლება ფეხზე დააყენა და წელში გამართა, მაშინ არ თვლიდნენ ოლიგარქად, დღეს ცდილობენ სანქციები დაუწესონ და მთელი რესურსებით თავს ესხმიან – ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილზე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ვინც თავდაცვის ბიუჯეტს ძარცვავდა და ბიზნესს ატერორებდა, ქველმოქმედად გვატენიან და ვინც იქეთ ავსებდა ბიუჯეტს, თავდაცვას, პოლიციას, განათლებას და ენერგეტიკას ასეულობით მილიონი დოლარით აფინანსებდა, დეოლიგარქიზაციაში უნდა მოვახვედროთ და სანქციები დავადოთ? ბნელა? – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვრცელ ფეისბუქ-პოსტში ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილის და მისი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ  პროექტებზე საუბრობს და სვამს კითხვას –  რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ქვეყნისთვის იმაზე მეტი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა  30 წლის მანძილზე, რომ თუ სიცოცხლეში არ ეტყვიან მადლობას, ამ მარგინალების შეტევების წინააღმდეგ მაინც აიმაღლოს ხმა საზოგადოებამ?

მისივე თქმით, როცა ქველმოქმედებას  უქილიკებ იმ ადამიანს, რომლის ქველმოქმედების წყალობით გააკეთე ის, რითაც დღემდე ტრაბახობ, უმადურობა კი არა, უსინდისობაა.

„როგორც ადრე დაგპირდით, დავწერ როგორ ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი ახლადმოსულ სააკაშვილის ხელისუფლებას რეფორმების დაფინანსებაში.

როცა მათი ხელისუფლება ფეხზე დააყენა და წელში გამართა, მაშინ არ თვლიდნენ ოლიგარქად. დღეს ცდილობენ სანქციები დაუწესონ და მთელი რესურსებით თავს ესხმიან. მეტიც, ქველმოქმედებაზე ქილიკობენ. ტელევიზიის დაფინანსებას, ანუ მედიაბიზნესს და ოპერისა და ბალეტის თეატრის სრულ აღდგენასა და აღჭურვას, რაც, სხვათაშორის, ფონდ “ქართუს” 40 მლნ დოლარი დაუჯდა, ერთმანეთთან აიგივებენ.

ვინც არ დაიჯერებთ, რასაც აქ დავწერ, გადაამოწმეთ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, ვისაც არ გახსოვთ, ასაკიდან გამომდინარე, ან სხვა მიზეზის გამო: 2003 წლის 23 ნოემბერს შეიცვალა ხელისუფლება. მოვიდა რევოლუციური მთავრობა. ხაზინა ცარიელია. ფისკალური სისტემა არ მუშაობს, ბიუჯეტი არ ივსება.

ასეთი ჩაკეტილი წრე იყო: რევოლუციურმა მთავრობამ დაპირებები გასცა, რომელთა შესრულებას სჭირდებოდა დიდი ფული და არა უბრალოდ სავსე ხაზინა, ანუ 2004 წლისთვის დაგეგმილ ბიუჯეტზე გაცილებით მეტი თანხები. ასეთი თანხები ბიუჯეტში არ იყო, რადგან ცარიელი ხაზინის მიზეზი კორუფცია იყო. სხვათაშორის, ახალი ხელისუფლებაც ხომ წინა, კორუმპირებული ხელისუფლებისგან იშვა?!

კორუფციის დამარცხებისთვის საჭირო იყო ჩინოსნებისთვის ხელფასების მომატება. ხელფასებს საიდან მოუმატებდნენ, თუ ხაზინა ცარიელი იყო?! ხაზინის შევსებას სჭირდებოდა რეფორმების გატარება და ა.შ.

ასე უსასრულოდ შეიძლება წრეზე ტრიალი. ეს ჩაკეტილი წრე მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაურღვია და რეფორმები სრულად დაუფინანსა.

ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას 90-ანი წლებიდან ეწეოდა. ფონდ “ქართუს” საქველმოქმედო საქმიანობა დეტალურადაა აღრიცხული და აუდიტის მიერ შემოწმებული“, – წერს ამირან სალუქვაძე.

 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!