ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"რა ძალა აქვს დედის წყევლას, საშინელება მოხდა..." - ნინო ბაშარულის სკანდალური საიდუმლოს...

“რა ძალა აქვს დედის წყევლას, საშინელება მოხდა…” – ნინო ბაშარულის სკანდალური საიდუმლოს შესახებ

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მომღერალი, ნინო ბაშარული უცნობ ისტრორიას სოციალურ ქსელში იხსენებს:

“მახსოვს, ჩემი სტუდენტობისას, მეზობელმა ქალმა, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა ზედა სართულიდან და ბოროტი მზერით, მოითხოვდა ცოტა ხმადაბლა იმღერეო, ჩემს სიმშვიდეს და ბედნიერებას ნუ უშლი ხელსო, დამწყევლა და წყევლა ღია ფანჯრიდან შემომესმა: არ გაიხაროს იმან ვისაც ჩემი სიმშვიდე და ბედნიერება არ უნდაო.

იმას არ გაუთენდეს დღე, აჰაანდე და აგრემც იყოს, სულ ატირებულს ვხედავდეო.” მერე იყო და ბოშა ქალმა, რომელიც სულ მხვდებოდა პლეხანოვზე, სადაც გავიზარდე, რომელიც სულ დამსდევდა ქუჩაში, გიმკითხავებო, მე ვუპასუხე, დამანებე თავი თუ გინდა მე გიმკითხავებ აქეთთქო. შემომიკურთხა, შენ არ გაიხარეო..

მერე ცუდი რამ მოხდა ძალიან. მე სულ რამდენიმე თვეში ფილტვების ანთება დამემართა და ორი თვე ვწვალობდი, ნახველს სპეციალური “ტრუბკით” მიღებდნენ ფილტვებიდან… მივხვდი, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს.

როგორც ბოროტს ისე კეთილს… რომ ის ადრესატამდე მიდის აუცილებლად, მაგრამ იგივე სიტყვა ათმაგი ძალით უკან უბრუნდება ავტორს.. და ამის დამამტკიცებელია ის, რომ მეზობელს რამდენიმე წლის შემდეგ სარკომა დაემართა და ტანჯვით გარდაიცვალა,

ხოლო როდესაც მკითხაობას მოწყურებული ავანტიურისტი ბოშა თვალში აღარ მეცა და მეგობრებთან აღვნიშნე, ძლივს არ მოგვშორდა ჟენიათქო, რა ტვინს ბურღავდათქო, მიპასუხეს რომ მას მანქანამ დაარტყა შუა გზაზე და იქვე მოკლაო.

სანამ დაიწყევლებოდეს ვინმე გულში ან ხმამაღლა, დაფიქრდეს კარგად.. იმ წუთას ის ადრესატთან მიდის. ადვილად მიდის, მაგრამ უკან სასტიკად უბრუნდება. მე არავინ არ მემეტება სიკვდილისთვის და უბედურებისთვის, თუმცა იცოდეს, რომ მისივე სიტყვა ბუმერანგის ძალას შეიცავს.. მას თუ არა მის შვილებზე მიიტანს იერიშს. სამწუხაროა მაგრამ დიდი ზღვა არგუმენტები ამის მოწმეა.

ასე რომ თუ კარგის თქმა გიჭირთ, ცუდს მაინც ნუ იტყვით. ამ წამს გავიგე, რომ ჩემი უახლესი ადამიანი დაუწყევლია თურმე ერთ საწყალ ადამიანს, უკვე შედეგები წარმოვიდგინე და შემეცოდა”, – წერს მომღერალი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!