პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებაქმარი ჩემზე ძალადობდა, ტელეფონი თავზე გადამალეწა მეთქი და მოსამართლემ: ეგ ქმარმა არ...

ქმარი ჩემზე ძალადობდა, ტელეფონი თავზე გადამალეწა მეთქი და მოსამართლემ: ეგ ქმარმა არ გიყიდაო? – ვრცლად

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მსხვერპლი ქალი მიყვება, მოსამართლეს რომ ვუთხარი ჩემმა ქმარმა ტელეფონი თავზე გადამალეწაო, მოსამართლემ ესე მიპასუხა: ეგ ტელეფონი შენმა ქმარმა არ გიყიდაო? – ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გვანცა ყიფიანი წერს, რომ ფემიციდი საქართველოში “ასეთი მოსამართლეების გამო!” იზრდება.

“მსხვერპლი ქალი მიყვება, მოსამართლეს რომ ვუთხარი ჩემმა ქმარმა ტელეფონი თავზე გადამალეწაო, მოსამართლემ ესე მიპასუხა:

ეგ ტელეფონი შენმა ქმარმა არ გიყიდაო?

ჯერ ძალადობის მსხვერპლი რომ აღმოჩნდები, მერე შენს თავში ძალას რომ იპოვი, ხმას ამოიღებ და განაცხადებ და მერე ასეთ რამეს რომ გეტყვის მოსამართლე

ორდერებს ვწერთ, კვლევებს ვატარებთ, შვიდას შეხვედრას ვესწრებით და თან გვიკვირს რატომ იზრდება ასე ფემიციდი საქართველოში.

აი, ამიტომ იზრდება! ასეთი მოსამართლეების გამო! ასეთი დამოკიდებულების გამო!

ცოცხალი ქალების ხმა არ ისმის ამ ქვეყანაში, აქ მარტო მკვდრებს უსმენენ-ისიც დროებით”,- წერს გვანცა ყიფიანი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!