სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარირეცეპტიქათმის ხორცის მუქი და ღია ფერები - ნახეთ რა განსხვავებაა მათ შორის

ქათმის ხორცის მუქი და ღია ფერები – ნახეთ რა განსხვავებაა მათ შორის

kompensacia frenebzekompensacia frenebze

შეგახსენებთ, რომ ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლოა, თუმცა რომელია უპირატესი ქათმის მუქი თუ თეთრი ხორცი?

ქათმის თეთრი ხორცის უპირატესობებია:

ქათმის თეთრ ხორცში მეტი სრულფასოვანი ცილაა და იგი დაბალკალორიულია, შესაბამისად თეთრი ხორცი საუკეთესო არჩევანია, როცა გსურთ წონაში დაკლება. თეთრი ხორცი რეკომენდებულია დიეტოლოგების მიერ თითქმის ყველა ბალანსირებულ და სწორი კვების სქემაში. გარდა ამისა, თეთრ ხორცს აქვს ყველაზე მეტი პროტეინი. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცავენ სპეციალურ დიეტას, როგორც წონის დასაკლებად, ასევე კუნთოვანი მასის გასაზრდელად.

ქათმის მუქი ხორცის ძირითადი უპირატესობებია:

მუქი ხორცი შეიცავს კუნთოვან უჯრედებს და მდიდარია რკინით. ასე რომ, მუქი ხორცი რკინისა და მინერალების საუკეთესო წყაროა.

მუქი ხორცი მდიდარია თუთიით, სელენით, რიბოფლავინით, B6 და B12 ვიტამინებით. მუქი ხორცი ამცირებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკს, აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, თეთრ ხორცს გემო უფრო ნაზი და ნაკლებად გამოკვეთილი აქვს, მაგრამ მოხარშული თეთრი ხორცი სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. მუქი ხორცი უფრო არომატული და წვნიანია, რადგან უფრო მეტ ცხიმს შეიცავს.

ორივე სახის ხორცი მდიდარია ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით, ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!