Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებიპუტინის თქმით, სამხედრო მობილიზაცია 2 კვირაში დასრულდებაპუტინის თქმით, სამხედრო მობილიზაცია 2 კვირაში...

პუტინის თქმით, სამხედრო მობილიზაცია 2 კვირაში დასრულდებაპუტინის თქმით, სამხედრო მობილიზაცია 2 კვირაში დასრულდება

spot_imgspot_img

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის გაფართოებას არ გეგმავს და რომ მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ CNN წერს.

„მობილიზაცია სრულდება. ვფიქრობ, ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო ღონისძიება დასრულდება”, – განაცხადა მან.

რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ დაგეგმილი 300 000 რუსიდან 222 000 უკვე გაწვეულია ჯარში.

ცნობისთვის, გასულ თვეში პუტინმა ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა. ამის გამო უამრავმა რუსმა ქვეყანა დატოვა, ბევრი მათგანი საქართველოშიც გამოიქცა. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ძალები  საგრძნობლად ამოიწურა.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!