პარასკევი, მარტი 29, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებინეკა დოროყაშვილის რჩევები - როგორ ვმართოთ სოციალური ქსელები სწორად

ნეკა დოროყაშვილის რჩევები – როგორ ვმართოთ სოციალური ქსელები სწორად

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მოდელმა და ინფლუენსერმა ნეკა დოროყაშვილმა სოციალური ქსელების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ საკუთარ გვერდს კარგად ვმართავდეთ.

„გააჩნია, რისთვის ვიყენებთ სოციალურ ქსელს – Instagram-ს ვიყენებ პროფესიულად, ვარეკლამებ ბრენდებს, ვთანამშრომლობ კომპანიებთან. სოციალურ ქსელებში დახარჯული ენერგია უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის. სმარტფონები დღეს კარგ ფოტოებს იღებს. ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ასახო რეალობა და ესეც უკვე კონტენტია. მომხმარებელს აინტერესებს თუნდაც შენი ყოველდღიურობა. თუ შენ შეგიძლია, რომ შენს მიმდევრებს მისცე რაღაც კუთხით განათლება, განვითარება, დახარჯო ენერგია თუნდაც მათი განვითარებისთვის, ეს უკვე ძალიან კარგია. ძალიან დიდი დრო მიაქვს, მაგრამ არის გარკვეულწილად პრაქტიკულიც. მთავარია, არ დავკარგოთ რეალობა და იმ მომენტით ტკბობა. ზოგჯერ იმდენ სთორის იღებ, რომ ეთიშები იქაურობას, სადაც ხარ, ვერც ვახშამს მიირთმევ, ვერც მეგობრებს ესაუბრები.“ – ამბობს დოროყაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!