ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიNATO უკრაინის გვერდით დგას და ასე იქნება, ვიდრე საჭიროა - სტოლტენბერგი

NATO უკრაინის გვერდით დგას და ასე იქნება, ვიდრე საჭიროა – სტოლტენბერგი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

NATO უკრაინის გვერდით დგას და ასე იქნება, ვიდრე საჭიროა. პუტინმა დაიწყო ომი და მანვე უნდა დაასრულოს უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანით. ლუკაშენკომ უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ არალეგალურ კონფლიქტში, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განსახილველი თემები იყო.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება, ამასთან, შეახსენა პუტინს, რომ ბირთვულ ომს არ ჰყავს გამარჯვებული.

“პრეზიდენტ პუტინის შეფარული ბირთვული მუქარა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს და მას ვერავინ მოიგებს. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ამ დროისთვის რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციაში შესამჩნევი არ არის, თუმცა, ჩვენ ვრჩებით ფხიზლად. პუტინის განურჩეველი თავდასხმები ვნახეთ დღეს, გუშინ. ეს მიმართულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ადამიანები იხოცებიან, ეს მიუღებელია. ეს პუტინის სისუსტეა, ის ბრძოლის ველზე აგებს,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!