პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“მარშუტკაში უცნობი კაცი ქალს ეუბნება თქვენი გადახდილია, მე ის ვარ თქვენთან რომ...

“მარშუტკაში უცნობი კაცი ქალს ეუბნება თქვენი გადახდილია, მე ის ვარ თქვენთან რომ ვიწექიო, ყველამ ქალს გავხედეთ და მის რეაქციას დაველოდეთ” – რა მოხდა იმ ქალს და მამაკცს შორის?

kompensacia frenebzekompensacia frenebze
სოციალურ ქსელში, თბილისის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში მომხდარი კურიოზი ქვეყნდება, რომელიც ინეტრენეტ სივრცეში დიდი მოწონებით სარგებლობს: „მარშრუტკაში“… სამარშრუტო ტაქსიში ვსხედვართ. მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა: – ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია. – მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით. – მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ. ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა. ატყდა „მარშუტკაში“ ჩოჩქოლი და ხითხითი. ნანული ფერდაკარგული იდგა.

 

რამდენიმე ხანში გამოერკვა და – უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს. მგზავრობის მთელი გზა, ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ საავადმყოფოში …

 

მართალი გითხრათ შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი იტირო თუ იცინო. სანამ ჩავიდოდა მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი. უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება? – მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ერთ-ერთ გაჩერებაზე. მგზავრებმა კი შვებით ამოისუნთქეს. P.S. და მაინც რანი ვართ ეს ხალხი?“
amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!