Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებიკაცს, რომელმაც რძალი დაჭრა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

კაცს, რომელმაც რძალი დაჭრა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

spot_imgspot_img

საქართველოს პროკურატურამ წყალტუბოს რაიონში ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული  სიკვდილს გადაურჩა.”

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!