სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"დედაჩემი არ გამოირჩეოდა მზურველობით" - ანასტასია ბენდუქიდე თავისი ცხოვრების დეტალებს აქვეყნებს

“დედაჩემი არ გამოირჩეოდა მზურველობით” – ანასტასია ბენდუქიდე თავისი ცხოვრების დეტალებს აქვეყნებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

„მე საკუთარ თავზე უფრო ვმუშაობ, ვიდრე ბავშვზე… დიდი მოთმინება მართებს მშობელს, სანამ ბავშვი გაერკვევა, რა შეიძლება და რა – არა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ანასტასია ბენდუქიძესთან

ჩვენი დღევანდელი სტუმარი სპეციალობით ლინგვისტი ანასტასია ბენდუქიძეა, რომელიც ბოლო პერიოდში სატელევიზიო შოუ „სამზარეულოს ომებში“ გამოჩნდა და საზოგადოების დიდი ნაწილის გულიც მოიგო. ანასტასია მამის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ცოდნის ფონდს“ უძღვება, რომელმაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები დააფუძნა.
ბიზნესმენისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი 2017 წელს დაოჯახდა, ასევე ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე. წყვილს 2020 წელს ვაჟი,

ალექსანდრე შეეძინათ. შვილის დაბადების შემდეგ

ანასტასიას ცხოვრება შეიცვალა. mshoblebi.ge-სთან ანასტასიამ სწორედ ოჯახურ იდილიაზე, ბავშვის აღზრდის მეთოდებსა და დედობაზე ისაუბრა.

– კახა მკაცრი მამა იყო, ჰქონდა თავისი პრინციპები, მაგრამ ყველაზე ღირებული, რაც მან მომცა, იყო არჩევანის თავისუფლება. მე თვითონ ვწყვეტდი, რა მინდოდა, როგორ მოვქცეულიყავი. მე ამას ვაფასებ და ძალიან გამომადგა. ვისწავლე, როგორ გავაკეთო ცხოვრებაში ესა თუ ის არჩევანი, რაც არც ისე მარტივია. ადამიანს უნდა შეეძლოს, გააანალიზოს სიტუაცია და განსაზღვროს შედეგი, რაც მიიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ ორი წლისაა, დღეს მეც ვცდილობ ვასწავლო, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

mshoblebi

 

– როგორი დედაა ანასტასია ბენდუქიძე?

– როგორც ვთქვი, თავისუფლების მოყვარული ვარ და იმავეს ვუნერგავ შვილს. ყოველ დილით ვთავაზობ ჩასაცმელის ორ ვარიანტს და ვეკითხები, რომელი სურს ჩაიცვას. რომელსაც ირჩევს, მეც იმას ვაცმევ. ზოგჯერ არ მომწონს მისი არჩევანი, მაგრამ ამას პატივს ვცემ. დედამ მეც პატარაობიდან მიმაჩვია დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან, შვიდი წლის შვილებს საკუთარი ხელით აცმევენ ტანსაცმელს, აჭმევენ საჭმელს და ა.შ. პატარაობიდანვე მე თვითონ ვუვლიდი საკუთარ თავს. ასე ვაჩვევ შვილსაც. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ექვსი თვის ასაკიდან საკუთარი ხელით მივაჩვიე ჭამას, ათი თვის უკვე დამოუკიდელად მიირთევდა. იცის, როგორ გაფცქვნას ბანანი, გაიხსნას ელვა, ჩაიცვას ფეხსაცმელი.

mshoblebi

 

– საკვების შემთხვევაში რამდენად აძლევთ არჩევანის საშუალებას?

– საკვების შემთხვევაშიც სრული თავისუფლება აქვს. ექვსი თვიდან მიირთმევს ხორცს, რაც ბევრისთვის გაუგებარია. ბევრს ვკითხულობდი ბავშვთა კვებაზე და მივაგენი თანამედროვე იდეას, რომლის თანახმადაც ბავშვმა უნდა მიირთვას ის, რასაც მიირთმევს ოჯახი. ორსულობის დროსაც და ლაქტაციის პერიოდშიც ჩემი საკვები მენიუ იყო მრავალფეროვანი. წლამდე ბუნებრივ კვებაზე იყო ჩემი შვილი და ამ პერიოდში არანაირი დამატებითი, ხელოვნური საკვები არ გამოგვიყენებია. სულ ვიღებდი სხვადასხვა გემოს საკვებს და დღემდე არ გვაქვს კვების პრობლემა, ყველანაირ საკვებს მიირთმევს. ყველაზე ჯანსაღი თეფში არის ჰარვარდის თეფში, რაც ნიშნავს, რომ თეფშზე ნახევარი უნდა იყოს ხილი, ან ბოსტნეული, ერთი მეოთხედი ცილები და ერთი მეოთხედი ნახშირწყლები. ჩვენს შემთხვევაში ამართლებს და გემრიელად მიირთმევს. კიდევ ერთი დეტალი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ არ მოვიხმართ შაქარს. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა ბავშვს და დავამზადებინე უშაქრო ტორტი ბანანის კრემით. მართალია, ისეთი ტკბილი არ იყო, როგორც საკონდიტროს ტორტებია, მაგრამ ბავშვებს მოეწონათ და სიამოვნებით მიირთვეს. მე ათი წელი მქონდა ბულემია, ამიტომ დღეს ფრთხილად ვარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილს მსგავსი არაფერი დაემართოს.
ძალიან მომწონს მონტესორის მეთოდი, რაც ზუსტად იმას გვასწავლის, რომ ბავშვი იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ვაძლევ ცოტა სათამაშოს და ხშირად ვუნაცვლებ ახლით, რომ მალე არ მობეზრდეს თამაში. დაახლოებით, ათ სათამაშოს ვუდებ და არასოდეს არ მაქვს სახლში ქაოსი. მერე ამ ათს სხვა სათამაშოებით ჩავუნაცვლებ. ამიტომ, არასოდეს არ ეზარება თამაში და მილაგება.

mshoblebi

 

– მოზარდობის ყველა ასაკს აქვს დამახასიათებელი სირთულეები. თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ამ ეტაპზე და როგორ უმკლავდებით?

– ჩემთვის ყველაზე რთული იყო ერთი წლიდან ორ წლამდე პერიოდი. ბავშვმა ამ დროს დაიწყო სიარული, მაგ დროს იყო 14 კილო და სულ ხელით ტარება უნდოდა, რაც რთული იყო ჩემთვის. ასევე რთული იყო ლაქტაციის პერიოდი, რადგან არ მქონდა დიდი თავისუფლება. პანდემიის პერიოდი იყო და სულ სახლში მიწევდა ყოფნა. ამ ჩაკეტილობამ და ერთფეროვნებამ უარყოფითად იმოქმედა ჩემზე. რაც შეეხება ორი წლის ასაკს, ტანტრუმი და მსგავსი პრობლემები გვაქვს. მე საკუთარ თავზე უფრო ვმუშაობ, ვიდრე ბავშვზე. მთავარია მე ვიყო მშვიდად, წყნარად. ბავშვი ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ცუდი, ან შეუგნებელია, უბრალოდ არ იცის, სად გადის ზღვარი, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, როგორ მართოს ემოციები და ენერგიები. ამ დროს დიდი მოთმინება მართებს მშობელს, დაეხმაროს შვილს, გაერკვეს სწორად, რა შეიძლება და რა არა. მთავარია მივცეთ დრო შვილებს და ისინი აუცილებლად გაერკვევიან საკუთარ თავში.

mshoblebi

 

– თქვენი მეუღლე რამდენად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში?

– ძალიან გამიმართლა, რადგან ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლე მყავს. ისიც აქტიურადაა ჩართული ბავშვის აღზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ყოველთვის მზად არის დამეხმაროს. სახლში გვყავს ძაღლიც, რომელსაც ბავშვზე არანაკლები ზრუნვა სჭირდება. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როცა ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ.

mshoblebi
სანი დიდ ბებოსთან

 

– რამდენად ახერხებთ, რომ ბავშვთან ორივემ ერთად გაატაროთ დრო?

– ვცდილობთ შაბათ-კვირას ერთად გავატაროთ დრო, კვირა დღეს ყველა შემთხვევაში ერთად ვართ. ხშირად მივდივართ დიდ ბებიასთან, რომელიც 91 წლის არის. როცა ძაღლს ვასეირნებ, ბავშვი მასთან რჩება, რაც ჩემთვის დიდი ფუფუნებაა.
დედაჩემიც და ჩემი დედამთილიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ამიტომ ისე ვერ გვეხმარებიან, როგორც გვჭირდება. ჩვენ გვყავს საოცარი ძიძა, რომელიც ძალიან მხიარული და ენერგიულია. მიხარია, რომ ასეთი ძიძა ვიპოვე. სადაც არ უნდა ვიყო, ძალიან მშვიდად და უდარდელად ვარ, ვიცი, რომ ჩემი შვილი სანდო ხელშია და არაფერი გაუჭირდება. ის სანისთვის მესამე ბებოა.

mshoblebi
სანი ძიძასთან ერთად

 

– საბავშვო ბაღში მიყვანას თუ გეგმავთ?

– ცნობილი ფაქტია, რომ ბაღს თან ახლავს ვირუსები. ვფიქრობ, რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბაღში სიარულს, უფრო მალე გამოუმუშავდება იმუნიტეტი და შეეჩვევა.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბაღი, სადაც ბავშვის მიყვანას გადაწყვეტთ?

– საქართველოში ბაღების უმეტესობა ძალიან აჭრელებული და გადატვირთულია. რადგან მე ძალიან მომწონს მონტესორის მეთოდი, ბაღის ინტერიერი უნდა იყოს ძალიან სადა და ძირითადად თეთრ ფერებში გადაწყვეტილი. ბავშვებმა მეტი დრო უნდა გაატარონ გარეთ, ბუნებაში, რადგან ყველაფერს ბუნებისგან ვსწავლობთ. უნდა იყოს ყურადღებიანი პერსონალი, მასწავლებლები, ძიძები და ა.შ. ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.


რაც შეეხება განათლებას, ჩემს შვილს ვუკითხავ წიგნებს, სადაც არის ამბები რეალური ბავშვების შესახებ. მაგალითად, იაკობი დადის ბაღში, იაკობი დადის საავადმყოფოში და სხვა. არ ვუკითახვ ჯადოსნურ ამბებს, რადგან სამ წლამდე ბავშვმა არ იცის, რა არის რეალური და რა – ირეალური. ბავშვი სამ წლამდე ვერ გებულობს, რატომ არის დათვი ტანსაცმლით, ან რატომ ლაპარაკობს. სამი წლის მერე კი ხვდება, მაგრამ მანამდე ვერა. ამიტომ ჩვენ ჯერ ვკითხულობთ ბავშვების რეალურ ცხოვრებაზე, რაც ძალიან სასარგებლოა.
ამასწინათ ვიყავით ექმითან გეგმიური კონსულტაციაზე. ექიმს გაუხარდა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელი ბავშვი ვიზიტზე დიდი ხანია არ უნახავს. ჩემი რჩევაა, უბრალოდ მიიყვანოთ ექიმთან, სტომატოლოგთან, ნახოს სიტუაცია, გაიგოს, რომ ამაში საშიში და საგანგაშო არაფერია. როცა უკვე ამის საჭიროება დადგება, ბავშვი მზად იქნება და აღარ დაითრგუნება ექიმთან ვიზიტისას. თუ ამ ურთიერთობას ცუდად ყოფნისას დავიწყებთ, ეს ბავშვისთვის იქნება სტრესული, რაც არასასიამოვნო შედეგს მოიტანს.

mshoblebi
დედასთან და ბებოსთან ერთად

 

– თქვენ როგორ გზრდიდათ დედა და რა ისწავლეთ მისგან?

– დედაც ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა. თუმცა ვთვლი, რომ დედამ ზედმეტად ადრეულ ასაკში მიმაჩვია დამოუკდებლობას. ხუთი წლის ასაკში უკვე მეუბნებოდა, რომ შენ ხარ დიდი და უკვე ბევრი რამის გაკეთება მოგიწევს საკუთარი თავისთვის. შვიდი წლის ვიყავი, როცა მარტომ დავიწყე მეტროთი სიარული, რაც ძალიან ადრეა, ჩემი აზრით. ათი წლიდან დამოუკიდებლად ვრეკავ და ვეწერები ექიმთან. თუმცა ის, რომ დღეს ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, დედას დამსახურებაა და ამას ძალიან ვაფასებ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!