პარასკევი, მარტი 29, 2024
ფრენები
მთავარიმსოფლიოცნობილი მსახიობის შავ-ბნელი მომენტები და დედის ძალდატანებით არჩეული პროფესია

ცნობილი მსახიობის შავ-ბნელი მომენტები და დედის ძალდატანებით არჩეული პროფესია

kompensacia frenebzekompensacia frenebze

კივანჩ ტატლიტუგს ფართო საზოგადოება ისე იცნობს, როგორც თურქ ბრედ პიტს. 37 წლის მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და წლებია, წარმატებით თამაშობს თურქულ სერიალებში.

1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა თურქეთის ქალაქ ადანაში, მრავალშვილიან ოჯახში. მისი მშობლები კოსოველი ალბანელების შთამომავლები არიან. ოჯახს საკუთარი საცხობი ჰქონდა და ამ პატარა ბიზნესით ინახავდნენ 5 შვილს.

mshoblebi

სკოლაში კივანჩი საკმაოდ მაღალი იყო და ძალიან უყვარდა კალათბურთი. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ კოლეჯის გუნდში მოხვდა, მერე კი ცნობილმა კლუბმა “ფენერბახჩემ” გადაიბირა. თუმცა მოულოდნელად მუხლის ტრავმა მიიღო და პროფესიონალურ სპორტს ჩამოშორდა.

mshoblebi

ისღა დარჩენოდა, სხვა სფეროებში ეცადაბედი. სტამბოლის უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა, მერე კი დედის რჩევით, სამოდელო სფეროში სცადა ბედი. სამოდელო სააგენტოში რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ პოდიუმზეც გამოჩნდა, 2001 წელს გაიმარჯვა კონკურსზე “თურქეთის საუკეთესო მოდელი”, სულ ცოტა ხანში კი – “მსოფლიოს საუკეთესო მოდელის” ტიტულიც მოიპოვა.

mshoblebi

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა სამოდელო ბიზნესში დარჩენას არ გეგმავდა. სამსახიობო ოსტატობის კურსები გაიარა და რამდენიმე წელში ახალ კინოვარსკვლავადაც იქცა.

ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა “აკრძალული სიყვარული”, რომელშიც ბერენ საათმა გაუწია პარტნიორობა. მერე კი მისი კარიერა წარმატებულად გაგრძელდა კვლავაც.

mshoblebi

მეგობრების თქმით, მოკრძალებული და მორცხვი ადამიანია. თუმცა მის სახელს ბევრი რომანი უკავშირდება. 2004 წელს ხვდებოდა მსახიობ აზრა აკინი, ყოფილ “მის მსოფლიოს”. ოთხი წელი იყვნენ ერთად, მერე კი დაშორდნენ.

mshoblebi

კივანჩი და აზრა

mshoblebi

მეუღლესთან ერთად
აზრას შემდეგ ხვდებოდა მასზე 16 წლით უფროს ტელეწამყვანს, შემდეგ – თურქი მილიონერის ქალიშვილს. 2013 წელს კი გაუმიჯნურდა ბაშაკ დიზერს, სტილისტსა და გრიმიორს. სწორედ მასზე იქორწინა 2016 წელს. დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს. ჯერ შვილები არ ჰყავთ.

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!