Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა

spot_imgspot_img

დღეს, 15 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება

მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და  რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი,

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი,

ქალაქის სხვადასხვა სკოლებში სწავლის განახლების პროცესს ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს  საკლასო ოთახები და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებები უსურვეს.

დღესვე, მუნიციპალიტეტის 39-ვე საჯარო და კერძო სკოლის 543 პირველკლასელს, განათლების სამინისტროს საჩუქართან – სახელმძღვანელოებთან  და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge