მთავარიბლოგიკინოსა და ბუნების შეხვედრა - ყვარლის ტბის რეზორტში კულტურული საღამოები გაიმართა
თვითფრინავის ბილეთები

კინოსა და ბუნების შეხვედრა – ყვარლის ტბის რეზორტში კულტურული საღამოები გაიმართა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ყვარლის ტბა ხელოვანთა თავშეყრის ადგილი კიდევ ერთხელ გახდა. სასტუმროში
კულტურული საღამოების ახალი ფორმატი დიდი წარმატებით წარიმართა.

 

კახეთში, თვალწარმტაცი ბუნებით – ტყითა და ტბით გარშემორტყმულ სივრცეში კინოჩვენებები მოეწყო. მათ თავად ფილმების ავტორები, მსახიობები და რეჟისორები დაესწრნენ. 

 

შესანიშნავი ხედები, ბუნებრივი გარემო, ტბის სიმშვიდე და ღია სივრცე განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ადამიანები კინოსა და ლიტერატურის მნიშვნელობას სულ სხვა ძალით შეიგრძნობენ. 

 

 „კრედიტის ლიმიტი“ – რიგით პირველ საღამოზე მაყურებელმა სწორედ ეს ფილმი იხილა. ჩვენებაზე ცნობილი ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე და ფილმის რეჟისორი ნუცა-ალექსი მესხიშვილი იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სტუმრებთან ინტერაქციული შეხვედრაც გაიმართა, რომლის ფარგლებში მათ ფილმის იდეა, პერსონაჟების ხასიათი და შემოქმედებითი პროცესი განიხილეს.

 

მეორე საღამოზე კი მაყურებელმა წიგნის – „შაშვი შაშვი მაყვალი“ ეკრანიზაცია იხილა. ფილმმა და შეხვედრამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სტუმრებმა შთაბეჭდილებები უშუალოდ წიგნის ავტორს, თამთა მელაშვილსა და მსახიობ ეკა ჩავლეიშვილს გაუზიარეს. 

 

მნიშვნელოვანია, რომ ყვარლის ტბის რეზორტი ის ადგილია, სადაც კულტურული აქტივობები, ფაქტობრივად, ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია.

 

რასაკვირველია, კინოჩვენებები კვლავაც გაგრძელდება. მათ ფარგლებში, სასტუმრო ქართული კინოსა და ლიტერატურის ღირსეულ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 

 

აღნიშნული პროექტი ყვარლის ტბის რეზორტისა და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თანამშრომლობით ხორციელდება. 

 

კულტურული საღამოების მიზანი სტუმრებისთვის არა მხოლოდ დასვენების, არამედ შინაარსიანი და ემოციურად დატვირთული ღონისძიებების შეთავაზებაა. ყვარლის ტბის რეზორტი არის სივრცე, სადაც ხელოვნება და ბუნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. 

 

ამგვარი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მსგავსი სივრცეები თანამედროვე კულტურული ცხოვრების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

 

ყვარლის ტბა კი კვლავ რჩება ადგილად, სადაც სტუმრები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ ერთმანეთთან და ხელოვნებასთან მნიშვნელოვან კავშირს ამყარებენ. 

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით