ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ამ ისტორიას რომ ვიხსენებ, ახლაც ვწითლდები...“ - გოდერძი შარაშია მეტროში მომხდარ ინციდენტზე...

„ამ ისტორიას რომ ვიხსენებ, ახლაც ვწითლდები…“ – გოდერძი შარაშია მეტროში მომხდარ ინციდენტზე წერს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, წლების წინ, მეტროში მომხდარ უხერხულ და ამავდროულად, სახალისო ინციდენტზე წერს, რაც 25 წლის შემდეგაც ხშირად ახსენდება.

„მაშინ ნაძალადევში ვცხოვრობდი. პირველი არხის ჟურნალისტი ვიყავი და ყოველ დილით მეტროთი ზუსტად 15 წუთში სამსახურში ვიყავი. გვიანი შემოდგომაა და წვიმებია. სანამ მეტროში ჩავირბინე კარგად დავსველდი.

ხალხი ირევა, სამი მატარებელი ისე წავიდა ვერ შევედი. მოკლედ როგორც იქნა ჩემი რიგი მოვიდა, მოვიდა რა შევეკვეხე, ისე ვდგავართ ერთმანეთს ვეწებებით.

ვხედავ წვეთები თმიდან სახეზე მეცემა. ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ხელსახოცს ვეძებ რომ მოვიმშრალო და ვერ ვპოულობ კარგად ვეძებე და უცებ მესმის, ქალმა შეჰკივლა:

„შენ მოუკვდი შენს პატრონს შე უნამუსო და ნამუს გარეცხილო!”  – ვიფიქრე, რა მოხდა, გავიხედე და აღმოჩნდა, რომ მე მიკივის და მლანძღავს… თურმე მის ჯიბეში ჩამიყვია ხელი იქ ვეძებ ჩემს ხელსახოცს. კივის, არ გაჩერდა, კივის გაუჩერებლად და მწყევლის, ხმას ვერ ვიღებ, რომ ვთქვა რაც მოხდა… იძულებული გავხდი, მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვსულიყავი. მისი კივილი აგერ 25 წლის შემდეგაც ყურში მესმის ყველა წვიმის დროს. არა და თავში ხომ გახსოვთ, რომ გითხარით, როგორი გაჭირვებით შევეკვეტე მატარებელში.

ამ ისტორიას რომ ვიხსენებ, ახლაც ვწითლდები უხერხულობისგან.“ – წერს შარაშია.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!