პარასკევი, მარტი 29, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები5G ინტერნეტი არის განვითარების ახალი ეტაპი და შესაძლებლობა - ბექაური

5G ინტერნეტი არის განვითარების ახალი ეტაპი და შესაძლებლობა – ბექაური

kompensacia frenebzekompensacia frenebze

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 5G ინტერნეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი პანდემიის პირველი და ყველაზე რთული წელი იყო, კომისიამ ახალი ტექნოლოგიის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. 5G არის ტექნოლოგია, რომელიც მომსახურების და პროდუქტის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში 10-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 100-ჯერ უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტს და კავშირს უზრუნველყოფს, ვიდრე წინა თაობის ტექნოლოგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 5G გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა. 5G-ის აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისიაში შეიქმნა საკონსულტაციო დოკუმენტი და განისაზღვრა: სიხშირეები, საწყისი საფასური, ვალდებულებები და ლოტები; დღეს კომისია უკვე მზად არის აუქციონის გამოსაცხადებლად. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კომისიამ 2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი ტექნოლოგიის დასანერგად კომპანიებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება შესთავაზოს“,- განაცხადა ანგარიშის წარდგენისას კახა ბექაურმა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!