სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია16 ნოემბრის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ჰოროსკოპი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ვერძი

ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ ახალი ურთიერთობებისა და საქმეების წამოწყებას. აკონტროლეთ ემოციები და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

კურო

მნიშვნელოვანი შენაძენისთვის ახლა ხელსაყრელი პერიოდი არ არის. ახალი საქმის დაწყება, სჯობს, ხვალისთვის გადადოთ.

ტყუპები

სასურველი დღეა პირადი თემებისთვის. დატკბით რეალობით. კარგია ბავშვებთან ურთიერთობა. ხელოვან ტყუპებს, დღეს მუზა ეწვევა.

კირჩხიბი

მიანდეთ მიმდინარე მოვლენები დინებას, უფრო მეტად ენდეთ სამყაროს. ნუ დაწვრილმანდებით დეტალებზე, ახლა ეს მხოლოდ გაართულებს ვითარებას.

ლომი

გადალახეთ თქვენი სისუსტეები, იყავით მტკიცე და თავდაჯერებული. თქვენ ყველაფერს შეძლებთ და, თუ მაინც, გარემოება საწინააღმდეგოზე მეტყველებს, ნუ დაღონდებით, მალე ყველაფერი შეიცვლება.

ქალწული

მოუფრთხილდით ურთიერთობებს, ნუ დაიზარებთ მადლიერებისა და სითბოს გამოხატვას. გახსოვდეთ, ამ სამყაროში ყოველთვის ყველაფერი დროულია და დადებითი ენერგია აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

სასწორი

იცხოვრეთ დღევანდელი დღით, ნუ მიეცემით მწუხარებას წარსულში გაშვებული შანსების გამო. ყოველი ახალი დღე ახალ საშუალებებსა და სიახლეებს მოგიტანთ.

მორიელი

ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და ცდუნებას, თითოეული შემოთავაზება კარგად გააანალიზეთ. გააკონტროლეთ ემოციები.

მშვილდოსანი

არ ღირს წუხილი ხელიდან გაშვებულ შანსზე და არც იმ ადამიანებზე, ვინც თქვენს ცხოვრებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს. მალე თავისუფალი სივრცე ახალი ადამიანებით შეივსება.

თხის რქა

მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ შეგრძნებებით. დღეს, დადებითი ენერგია ახალი პროექტის წარმატებით დაწყების შანსს გაძლევთ.

მერწყული

მიჰყევით გაწერილ გეგმებს, მაგრამ მზად იყავით სამყაროს ახალი გამოწვევებისთვის. ახლა ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ვითარდება, ამიტომ, გამოიყენეთ ეს პერიოდი.

თევზები

მთავარია, შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას. გამართლებულია იმპროვიზაცია და რისკი, მაგრამ გახსოვდეთ, ახლა გაწყვეტილი კავშირები, დიდი ალბათობით, უცვლელი დარჩება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!