ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„15 წელია დედა ემიგრანტი მყავს, ამით მას მადლობას ვუხდი“ - ვინ არის...

„15 წელია დედა ემიგრანტი მყავს, ამით მას მადლობას ვუხდი“ – ვინ არის ბიჭი, რომლის სიმღერებიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა და ადამიანების უმეტესობას შინ გამოკეტვა მოუხდა, სოციალური ქსელების მიმართ ინტერესმა და მიჯაჭვულობამ მკვეთრად მოიმატა. ამ მხრივ, განსაკუთრებით პოპულარული პლატფორმა ტიკტოკი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, ცნობილი თუ უცნობი სახე აქტიურად იყენებს.

ტიკტოკის სპეციფიკის თანახმად, ყველაფრის გაპიარებაა შესაძლებელი, იმის მიუხედავადაც კი, თუ ბევრი გამომწერი არ გყავს. 

ბიჭი, რომელსაც „პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ, 19 წლის დენის სუეტინია, რომლის სიმღერებიც ინტერნეტსივრცეს იპყრობს.  Azazel-ის სახელით დადებულ მის სიმღერებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

საიდან, როგორ დაიწყო და რა მიზნები და მისწრაფებები აქვს ახალგაზრდა მომღერალს – ამას დენიზი ექსკლუზიურად გვიზიარებს.

დენის სუეტინი: ნახევრად რუსი ვარ, მაგრამ არ ვაღიარებ. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. ყველგან ამაყად ვამბობ, რომ ქართველი ვარ. ერთ-ერთ სიმღერაშიც არის ასეთი ფრაზა: „სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს“. მეც ისე შემტკივა ჩვენი ქვეყნის ამბებზე გული, როგორც ქართული გვარის მატარებლებს. 

წერა ღრმა ბავშვობიდან, 10 წლიდან დავიწყე. როცა სიმღერებს ვუსმენდი, სულ მქონდა ოცნება, რომ ჩემი ხმაც გაეგოთ და ისე მოესმინათ, როგორც მე ვუსმენდი.

13 წლის ასაკში შევჩერდი და 2 წელიწად-ნახევარში ისევ განვაგრძე. ვთქვი, რომ დრო იყო, საქმეს სერიოზულად მოვკიდებოდი. პირველი სიმღერა ნოუთბუქის მიკროფონში ჩავწერე, ძალიან საწვალებელი იყო. ეს პროცესი სადღაც, 5 დღეს მართმევდა, შემდეგ სიმღერების დამუშავებას ვსწავლობდი, ასე დავიწყე…

ოჯახის წევრებმა ჩემი სერიოზული შემართება რომ დაინახეს, უნდა გაგავითაროთო. მიყიდეს შესაბამისი აპარატურა. რა თქმა უნდა, შემდეგ ყველაფერი ვისწავლე, რაც ჩაწერისთვის და დამუშავება იყო საჭირო. ყველაფერს ვაკეთებ ჩემით, გარდა მელოდიებისა. მელოდიებს უმეტესად, Youtube-დან ვიღებ. ასე იქმნება ტრეკები.

ამჯერად, ჩემს Youtube არხზე 50-მდე სიმღერა დევს. ისეთი, რომელიც არ გამომიშვია და უბრალოდ დევს, 250-მდეა.

პირველი სიმღერა იყო „ინდივიდი“ და ახლა „პატარა ქალაქში“, რომელიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს. ქობულეთელი ვარ და რომ გაიგეს, სიმღერას „მივაწექი“ ერთმანეთს გადაუზიარეს და ბევრი ნახვა აქვს. 

სიმღერა „ტიდა“ გამოშვებული არ იყო, როცა „გაგვიბაზრდა“. 200 000-ზე მეტი ნახვა რომ ჰქონდა სიმღერებს და ეს პირველად ხდებოდა, ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. 

– სიმღერები azazel-ის სახელით იდებდა. რატომ შეარჩიე ეს ფსევდონიმი?

– 2018 წელს ვეძებდი „ბითს“ ე.წ მელოდიას ახალი სიმღერისთვის და ვნახე იმ ჟანრში, რომლის განწყობაზეც ვიყავი სახელად „Azazel“ და გავიფიქრე, რომ რატომაც არა და ეგ ავიღე. 2021-დან კი სამეგობრო და მსმენელი ფსევდონიმის შემოკლებულ ფორმას, Azo-ს მეძახის და უკვე მივეჩვიე. მგონია, რომ აზო ჯობს… ასე რომ, არანაირ მითოლოგიასთან დაკავშირებული არ არის.

– „მე სული განდე“ – ეს ფრაზა ყველა პლატფორმაზე აქტუალურია. ვის ეძღვნება სიმღერა, რომელიც  სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა? 

– რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადამიანზეა დაწერილი… მასზე, ვინც ჩემი გული მოიგო. მე და ჩემმა მეგობარმა მელოდია შევარჩიეთ და ჩვენი თვალით დანახული სიყვარული გადმოვეცით. გვაქვს სული, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მთავარია და როგორ გვიყვარს, რომ მას სული ვანდეთ. მან თავისი სიყვარული და ისტორია გადმოსცა, მე ჩემი.

– ვის ეკუთვნის შენი გული?

– ეს ძალიან პირადულია და არ მინდა საუბარი.

– გავრცელდა გოგონასთან ერთად გადაღებული ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა. ამას ბევრი დადებითი კომენტარი და რეაქცია მოჰყვა….

– ვიდეო რომ გავრცელდა, წერდნენ, რომ ჩემი შვილი, ან დაა. არასწორია. ჩემი მეგობრის, მარი ქირიას შვილია. მასთან ვიყავით სტუმრად. ბავშვმა სიმღერა ზეპირად იცოდა და გადავწყვიტეთ, გვემღერა. ამხელა ბუმს არ ველოდით, რაც ვიდეოს მოჰყვა. 

– გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, კიდევ რა ინტერესები გაქვს?

– ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ტურიზმის ფაკულტეტზე, მეორე კურსელი ვარ.  შემთხვევით მოვხვდი. ჩემთვის ყველაზე მთავარი სიმღერაა. ჩემი ამ სწავლით და უნივერსიტეტში ჩაბარებით მადლობას ვუხდი დედას. დედაჩემი 15 წელია ემიგრანტია და შრომობს იმისთვის, რომ მე ნათელი მომავალი მქონდეს. თავიდანვე ასე იყო, ჩვენი ოჯახისთვის ყველაფერს რომ აკეთებდა, ამით მადლობას ვუხდი. 14 წელი თურქეთში იყო და ახლა იტალიაში გადავიდა. პერიოდულად ჩამოდიოდა  ხოლმე. ხანგრძლივი დაშორებები არ გვქონია, მაგრამ ბავშვობიდან დედის ყოველდღიური სითბო მაკლდა. თავიდანვე კარგად მქონდა გააზრებული, თუ რატომ იყო წასული, ეს ფაქტი უფრო მამშვიდებდა.

– რატომ მაინცდამაინც ეს ფაკულტეტი?

– სხვა სფეროში უფრო ვერ ვხედავ ჩემს თავს. საკურორტო ქალაქიდან ვარ და ტურიზმი უფრო აქტუალურია. ღმერთმა არ ქნას და ეს შემოქმედებითი კარიერა არ გამიგრძელდა, ჩემი ქალაქიდან გამომდინარე, საქმე მექნება. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, თუმცა პიროვნულ და შემოქმედებით განვითარებას ვგეგმავ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!