Monday, October 3, 2022
spot_img
Home14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

spot_imgspot_img

ვერძი

ნუ ჩაიდებთ გულში წყენას. ახლა უფრო ჭკვიანური იქნება, პირისპირ გაარკვიოთ გაუგებრობები , იქნებ ყველაფრის მიზეზი ის საქმეებია, რომელსაც მხოლოდ თქვენი შეხედულებებით აკეთებთ.

კურო

შესაძლოა, თქვენმა ქედმაღლობამ არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ნუ გგონიათ, რომ ირგვლივ მყოფნი არაკომპეტენტურები და უვიცები არიან, იყავით გულისხმიერი და უსმინეთ სხვებსაც. ამით მეტი სარგებელი გექნებათ.

ტყუპები

შესაძლოა, საკუთარ თავზე აღებულმა პასუხისმგებლობამ და ბოლო დროს გადაღლილობამ, თქვენი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. იყავით ყურადღებით, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი

იმოქმედეთ დაუყოვნებლივ და უსმინეთ თქვენს გულს, ნუ აჰყვებით ეჭვებს, გამოიყენეთ შესაფერისი მომენტი და ხელიდან არ გაუშვათ შანსი ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ.

ლომი

ზედმეტად ნუ დაიტვირთებით, ზომიერება გამოიჩინეთ საკვებთან, გადაწყვეტილებები სასურველია, დამოუკიდებლად მიიღოთ. შესაძლოა, თქვენთვის ძვირფასმა ადამიანებმა სიურპრიზი გაგიკეთონ.

ქალწული

თუ თვითგანვითარებაზე ზრუნავთ, შესაძლებლობა გაქვთ გააფართოოთ თქვენი კომპეტენციის არეალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ძველი პრობლემების ლაბირინთში დარჩებით.

სასწორი

უამრავი საქმე წუთით დასვენების საშუალებასაც არ გაძლევთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს დაძაბული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდეს და დროც რაციონალურად გამოიყენოთ.

მორიელი

წარმატებები დიდად იქნება დამოკიდებული თქვენს თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებაზე. ასე რომ, პირველ რიგში, იზრუნეთ საკუთარ იმიჯსა და განწყობაზე.

მშვილდოსანი

ნუ მოახდენთ პრობლემების იგნორირებას, სასურველია, მიიღოთ კრიტიკული შენიშვნები, როგორც მინიშნება. ახლა საბრძოლო განწყობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

თხის რქა

დღეს ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს, სასურველია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ვალდებულებებს, საღი აზრისა და აქტიურობის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ.

მერწყული

შეინარჩუნეთ ზომიერება, ქაოსური და უამრავი საქმეებით დატვირთული დღე ემოციურად დამღლელი იქნება. შეეცადეთ, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე და არ ჩაერიოთ სხვათა საქმეების გარჩევებში.

თევზები

საქმიანი და დატვირთული დღეა, მაგრამ, თქვენდა გასაოცრად, ყველაფერს ღირსეულად გაართმევთ თავს, რაც თქვენს არაკეთილმოსურნეებს დიდად არ მოეწონებათ. 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge