ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიცნობილია, როდის გაიმართება მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის" კონცერტები თბილისში

ცნობილია, როდის გაიმართება მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის” კონცერტები თბილისში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

რუსული ჯგუფის „მაშინა ვრემენისა“ და მაქსიმ გალკინის კონცერტები თბილისში მაინც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას biletebi.ge ავრცელებს.

„მეგობრებო, „მაშინა ვრემენის” კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.

მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში,” – წერია განცხადებაში.

კონცერტების გაუქმების შესახებ პირველად 2 სექტემბერს დაიწერა. ონცერტის ორგანიზატორს დარბაზმა უთხრა უარი ღონისძიების ჩატარებაზე, ფორმალურ მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დაასახელეს.

ინფორმაციას გამოეხმაურა თეა წულუკიანიც. კულტურის მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მაქსიმ გალკინსა და ანდრეი მაკარევიჩს უწყების მიერ უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე, არასწორია.

თეა წულუკიანის თქმით, სპორტის სასახლე სამინისტროს მმართველობაში მოქმედი ორგანიზაცია არა არის, შესაბამისად, კონცერტის ჩატარების საკითხი სამინისტროს კომპეტენციას სცილდება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!