პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია აქ ყოფნა, შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი ფიქრების ასახვა“ - შალვა...

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია აქ ყოფნა, შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი ფიქრების ასახვა“ – შალვა ბრეუსმა თბილისში მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებს უმასპინძლა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

„ეს არის მასშტაბი, ალბერტ აინშტაინი თუ წაიკითხავდა თბილისში ლექციას ფიზიკაზე“ – ასე აფასებს ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი თბილისში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ვიზიტს. იქამდე, სანამ გამოვლინდება 6 არქიტექტურული ოფისიდან, რომელი მათგანი უხელმძღვანელებს „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაქცევის პროცესს, მანამდე ბრეუსი მომავალი ქართველი არქიტექტორების პროფესიულ განათლებაზე ზრუნავს.

ლეგენდარული პიერ დე მერონის შემდეგ, ქართველ სტუდენტებს „ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე შენობების არქიტექტურაზე“ პრიტცკერის პრემიის ლაურეატმა შიგერუ ბანიმ ესაუბრა. არქიტექტურაში უმაღლესი პრიზის მფლობელმა ჩატარებულ ლექციასა და „მიხაილოვის საავადმყოფოს“ მუზეუმად გარდაქმნის პროცესზე ისაუბრა:

„მოგეხსენებათ, დღეს გვქონდა პრეზენტაცია. ძველი საავადმყოფოს მუზეუმად გარდაქმნის პროექტი ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია. საინტერესოა, რომ შეიქმნას ადგილი ახალგაზრდებისთვის, მათი განათლებისა და შემოქმედებისთვის. ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ამ კონკურსში მონაწილეობა. დღეს ჩემი მიზანია, ვაჩვენო ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა. ამჟამად უკრაინელი ლტოლვილების თემაზე ვმუშაობ, ამაზე ჩავატარე ლექცია“, – განაცხადა ბანიმ.

პროექტის ავტორის, შალვა ბრეუსის განცხადებით, ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, რომ ასეთი პიროვნებისგან პროფესიული რჩევები მიიღეს.

„დღეს ფანტასტიკური ღონისძიება ჩატარდა. შიგერუ ბანიმ, არქიტექტურული ნობელის ლაურეატმა, ლექცია წაიკითხა სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის. ეს არის მასშტაბი ალბერტ აინშტაინი თუ წაიკითხავდა თბილისში ლექციას ფიზიკაზე. დაახლოებით ასეთი მასშტაბის ღონისძიებაა. ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ისწავლონ, მოუსმინონ ასეთ პიროვნებას“, – აღნიშნა ბრეუსმა.

ლექცია „დიალოგს“ Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი, არქიტექტორი, ლენა კილაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, ასეთი მასშტაბის არქიტექტორების ვიზიტს საქართველოში.

„ფაქტი, რომ კონკურსის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ძალიან ცნობილი არქიტექტორული ოფისი, ლაურეატი შიგერუ ბანი, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, მოუსმენენ მათ ლექციას, ნახავენ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, რა მიდგომა აქვთ ხელოვნებასთან და არქიტექტურასთან. ამ კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც ამ ადამიანების ჩამოსვლით შეგვიძლია, აღვნიშნოთ, უკვე მიიჩნევა ძალიან დიდ წარმატებად, რადგან მათი კონტაქტი ახალგაზრდებთან ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლენა კილაძემ.

შეხვედრას მსოფლიო არქიტექტურის კიდევ ერთი ლეგენდა, თურქი ემრე აროლატი ესწრებოდა, რომლის სტუდია, ასევე, შალვა ბრეუსის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა და პირველობისთვის იბრძვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია აქ ყოფნა, შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი ფიქრების ასახვა. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ისეთი რამის შექმნა, რაც სრულიად საჯარო იქნება, არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რადგან ეს არა მხოლოდ ხელოვნების ცენტრი და მუზეუმი იქნება, არამედ სივრცე ყველასთვის. სწორედ ეს თემა იყო მნიშვნელოვანი ჩვენი პროექტისთვის. ერთ პროექტში გავაერთიანეთ სხვადასხვა ასპექტი“, – განაცხადა აროლატმა.

რაც შეეხება უშუალოდ „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნის პროცესს, ამისთვის 6 კონკურსანტი კვლავ იბრძვის. უახლოეს დღეებში გადაწყდება, რომელი 3 კონკურსანტი გააგრძელებს ასპარეზობას, საბოლოოდ, გამარჯვებულ პროექტს ჟიური ნოემბერში დაასახელებს.

ცნობისთვის, „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნისთვის გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო. მათგან შეირჩა 6 საუკეთესო, კერძოდ: Archea Associati იტალიიდან (ფლორენცია), Christ & Gantenbein შვეიცარიიდან, Emre Arolat თურქეთიდან, Shigeru Ban იაპონიიდან, Wilmotte & Associés საფრანგეთიდან და Herzog and De Meuron შვეიცარიიდან. დასახელებული კომპანიებიდან კი სექტემბერში 3 მათგანი გამოეთიშება კონკურსს და 3 კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს. ხოლო საბოლოოდ ვინ ჩაიბარებს პროექტს და ვინ შექმნის თბილისის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერას, ნოემბერში გახდება ცნობილი.

არქიტექტურული პროექტის წარმოდგენას დაახლოებით 10 თვე დასჭირდება, მშენებლობა კი 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ითვალიწინებს 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას, თანაც ისე, რომ შენარჩუნდეს ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ისტორიული ძეგლის იერსახე.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!