პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია"ჩემო მეგობრებო, ხვალ.." - მიხეილ ცაგარელის შოკური პროგნოზი

“ჩემო მეგობრებო, ხვალ..” – მიხეილ ცაგარელის შოკური პროგნოზი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასახელებს კონკრეტულ დროს, როდესაც სურვილი უნდა ჩაუთქვათ და ის აუცილებლად აგისრულდებათ.

“ჩემო მეგობრებო, ხვალ, 11:11:11, ანუ11 ნოემბერს, დილის 12-ის 11 წუთსა და 11 წამზე, თქვენი დროით რომელ ქვეყანაშიც იმყოფებით, 10 წუთით ადრე დაიწყეთ და კულმინაციამდე მაგ დროისთვის მოასწრებთ ამ ლოცვას.

შეგიძლიათ ჩაუთქვათ თქვენი გულის სურვილი, რომელიც მწველად გსურთ და აუცილებლად საჭიროა, რომ ასრულდეს თქვენს ცხოვრებაში. მანამდე კი უნდა მოიშოროთ ყველა ზედმეტი ნივთი, რომელთა გადაყრაც დიდი ხანია გსურთ, ის კი მაგნიტივით არ გშორდებათ ცხოვრების დიდი ხნის მანძილზე. ნივთებიც და ადამიანებიც, რომლებიც ენერგეტიკულ ვამპირებად გყავთ ჩამოკიდებული და ასაზრდოებთ. ეყოფათ! გაუშვით! ეს არის იმ გზის, იმ ადგილის გამოთავისუფლება, სადაც უნდა მოვიდეს ახალი ენერგიები და მოხდეს სასიკეთო სიახლეები თქვენს საკუთარ ცხოვრებაში. ეს გახლავთ ღვთიური უძლიერესი ენერგიების შემოდინების სისავსის დრო. შიშების დაძლევის დრო. სულიერი განახლების დრო (საუკეთესოა, თუ მანამდე ნაზიარებია ადამიანი). ხდება ჩვენი სასიცოცხლო ენერგიების გზების გახსნა,ამისათვის უნდა გაითავისუფლოთ სხეული, მსუბუქი კვება, ლოცვა, აღსარება, ზიარება.

ეს დრო ყველაფერს ასუფთავებს, წმენდს, წვავს ყველაფერს ძველს და არასაჭიროს, რაც გვაკავშირებდა. წვავს ამ ,,ძაფებს” და გვასწავლის და გვაჩვევს ახალი განზომილების სიხშირეებს. წვავს ასევე იმ ,,ხიდებს”, რომლებიც კეტავდა და ახშობდა ჩვენში თავისუფლებას და სილაღეს, ზღუდავდა სულიერ განვითარებას, რომელსაც უპირობო, ანუ ღვთაებრივ სიყვარულთან მივყავართ!!! შემოვა ის ახალი ენერგიები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ის სიხარულები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი სულისთვის.

პორტალი 11:11:11 ჩაგვხსნის და მოგვაშორებს ჩვენში არსებულ დამოკიდებულებისა და მიჯაჭვულობის ბლოკებს და სასიკეთოდ მძლავრ ბიძგს აძლევს ჩვენს სულს განვითარებისკენ, იმდენად, რამდენადაც ყველა სხვადასხვა საფეხურზე ვიმყოფებით, სულიერი ევოლუციის განვითარების საფეხურებს ვგულისხმობ.

მნიშვნელოვანია შევიმეცნოთ ეს ენერგია, მივიღოთ, ანუ მიმღებლობის ნებელობა იყოს ჩვენი მხრიდან. შემოვუშვათ სინათლის ენერგია პორტალიდან, რადგან ჩვენი ნებელობით ახალი ენერგიები უნდა ემთხვეოდეს ჩვენს დნმ-სდა მასზე უნდა მოერგოს ჰარმონიულად. ამის მერე თქვენ შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს, ახალ შესაძლებლობებს. შესაძლოა სრულიად მიატოვოთ ძველი საქმე და ახალი შესაძლებლობები გაგეხსნათ.

11:11:11 წამამდე დაიწყეთ ფიქრი. გაიაზრეთ და გაუშვით აზრით ყველა ის ადამიანი, დარდი, შიშები; აპატიეთ ყველას, ყველას სთხოვეთ პატიება. წარსულის ყველა ის ისტორია, რომელზეც დროდადრო გახსენდებათ და გაწუხებთ, რომლებსაც ,,კაუჭზე” ჰყავხართ და პერიოდულად გშხამავთ, ყველაფერი, რაც გაწუხებთ, გამძიმებთ და გახსენდებათ და გულს გიმძიმებთ, ახლა გაუშვით. თქვენს მფარველ ანგელოზს მოუხმეთ და მიმართეთ, რომ მზად ხართ გაუშვათ ეს სიმძიმეები და გათავისუფლდეთ სამუდამოდ. ამ დროს შინაგანად წარმოიდგინეთ, რომ გამოასხივეთ კაშკაშა სინათლე და გაუგზავნეთ ყველას ეს სინათლე. შესთხოვეთ თქვენს მფარველ ანგელოზს სიკეთის, სიყვარულისა და მშვიდობის გავრცელება ყველასთვის, მთეეელი სამყაროსთვის… მთელი პლანეტისთვის… მთელი გალაქტიკისთვის…

თუ ამ პერიოდს ასტროლოგიურად შევხედავთ, ჯერ კიდევ გავლენა აქვს მთვარის დაბნელების ენერგიებს, მააგრამ ჰარმონიული ენერგიები შემოდის, რაც პლანეტა ნეპტუნის დამსახურებაა. პლანეტა ნეპტუნი გამტარია იმ უმაღლესი სფეროებისა და ენერგიებისა, როგორიცაა ჩვენთვის დაუჯერებელი, წარმოუდგენელი. მაგალითად, ნეპტუნის პლანეტა გვაძლევს ინტუიციური გამოღვიძების წვდომას მღვიძარების მდგომარეობაში, მყოფობაში. სწორედ პლანეტა ნეპტუნია, ძილის დროს რომ გვიგზავნის სიზმრებში მინიშნებებს. პლანეტა ნეპტუნი არის ხმა ჩვენი ინტუიციისა. პლანეტა ნეპტუნი, ეს არის უმაღლესი სიყვარულის, ანუ ღვთიური სიყვარულის ერთიანობა მთელ გალაქტიკაში, და თუ პლანეტა ვენერა მიწიერი სიყვარულისაა, პლანეტა ნეპტუნი ღვთაებრივი სიყვარულისაა.ნეპტუნი, ეს არის ვენერას უმაღლესი ოქტავა და მისი ენერგიების ვიბრაციები ძალიან სუფთა სიხშირისაა…

11 ნოემბერს, პორტალის გახსნის დროს, ნეპტუნი აკეთებს ულამაზეს ტრიგონს ვენერასთან და ამასთან, ერთადმიწიერი და ღვთაებრივი სიყვარული განზავდება ერთიანობაში და ,,გადმოიღვრება “ ერთ მთლიან ენერგიად ჩვენში. ეს ენერგია მოგვეწოდება 11 ნოემბერს, 11:11:11 სთ-ზე. ეს მშვენიერი ასპექტი იქნება უახლესი გამოღვიძების საშუალება ხელოვნებაში, ამ პერიოდში შეიქმნება გენიალური ნაწარმოებები და ხელოვნების ნიმუშები… აღნიშნულ დროს ყველამ წარმოიდგინეთ, ვინ რომელ ქვეყანაშიც ხართ, თქვენი ქვეყნის მშვიდობა; წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქვეყანა, წყალი, მინერალები, ყველაფერი გასუფთავდა, გაწკრიალდა, ენერგეტიკულადაც და ფიზიკურადაც, ყველა სულიერი სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით აივსო; წარმოიდგინეთ, ყველა ბავშვი და ყველა დიდი ადამიანი ბედნიერია ჯანმრთელია და სიხარულითაა აღსავსე, ყველა იცინის, ყველას გულით უხარია. დაინახეთ ეს თქვენს გულში. ეს განწყობა მთელი დღის მანძილზე გაიყოლეთ და აუცილებლად სასიკეთო ცვლილებებს იგრძნობთ თქვენს ცხოვრებაში და თქვენში. ამ პერიოდში სათქმელი აფირმაციაა: ,,მე ვიღებ სიყვარულს და სიხარულს სამყაროს შემქმნელისგან და ვუშვებ ტკივილს, ტანჯვას და დარდს. მე ვუშვებ, ვიღებ, გადავცემ და ვინახავ მხოლოდ იმ ენერგიებს, რომლებიც შესაძლებლობას მომცემს ჩემი სულის გამოღვიძებისთვის”. ეს ძლიერი პერიოდია და აიღეთ მაქსიმალურად ეს სიკეთით სავსე ენერგიები. ყველას სიკეთეს და გაცნობიერებას გისურვებთ” – წერს მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!