შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიყველა მნიშვნელოვანი სიახლე ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით - ინფორმაცია მშობლებისთვის

ყველა მნიშვნელოვანი სიახლე ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით – ინფორმაცია მშობლებისთვის

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

ახალ სასწავლო წელს სკოლები, მოსწავლეები და მშობლები მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყებენ, რომელზეც განათლების სამინისტრო თვეების განმავლობაში მუშაობდა.

ჭადრაკი პირველ კლასელებისთვის, უკონტაქტო რაგბი, ბილინგური პროგრამა, სამხედრო საქმე და სკოლების ავტორიზაცია – ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც „პრაიმტაიმს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი ესაუბრა.

რა სიახლეებით ხვდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს, როგორც შინაარსობრივი, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით?

– 15 სექტემბერს ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს, განათლების სამინისტროს ძალიან ცხელი ზაფხული გამოუვიდა, ძალიან დიდი სამზადისი გვქონდა. 

მთავარი მესიჯი და სლოგანი, რითაც სკოლები გვინდა გავამდიდროთ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი შინაარსობრივი და ინტერაქციული აქტივობები შევიდეს, სასწავლო პროცესი გახდეს სახალისო, ისეთი მეთოდოლოგიით მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.

უმთავრესია, რომ სკოლამ მოსწავლეებს მიაწოდოს ხარისხიანი განათლება, რომელიც შესაბამისი მეთოდოლოგიით უნდა იყოს მიწოდებული, უნდა მოხდეს კადრების გადამზადება, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სკოლამ უნდა გაზარდოს მოქალაქე, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა. 

პირველ რიგში, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც ძალიან გვახარებს, მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ისტორია, საგანი მეათე კლასში გამოიყო ცალკე, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა ერთ წელზე მეტხანს, რაშიც ჩართული იყო ისტორიკოსთა ძალიან დიდი ჯგუფი. მეორე, რაც მინდა აღვნიშნო, ჭადრაკის შემოტანა პირველ კლასში, ხელს უწყობს ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას პატარებში, დაწყებული ანალიტიკური უნარიდან – კვლევები არსებობს, რომლის მიხედვითაც, მათემატიკური მიმართულებით ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს ჭადრაკი. ბევრმა სხვა ქვეყანამ დაიწყო დაწყებით კლასებში ჭადრაკის შეტანა. 

სკოლებში ჭადრაკის შეტანას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაოები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად, საერთაშორისო რანგის ექსპერტებმა გადაამზადეს მასწავლებლები, მოახდინეს იდენტიფიცირება რესურსისა, თუ ვის შეეძლო კონკრეტულ სკოლაში წაეყვანა ჭადრაკის გაკვეთილები. პირველ რიგში, აქცენტი გავაკეთეთ მათემატიკის მასწავლებლებზე, თუმცა, შემდეგ წრე გაფართოვდა მოხდა სხვა მასწავლებლების დატრენინგება. 15 სექტემბერს აბსოლუტური მზაობა გვაქვს, რომ ჭადრაკი დავიწყოთ ყველა სკოლაში, მოხდა „ბუქებში“ ელექტრონული პლატფორმის ჩატვირთვა, სადემონსტრაციო დაფებიც მიეწოდებათ სკოლებს. იმისათვის, რომ ჭადრაკის სწავლება ისე იყოს წარმართული, ჩვენს პატარებს სიხალისით მოუნდეთ და შეიყვარონ ეს დისციპლინა, ყველაფერია გაკეთებული, 4000-ზე მეტი მასწავლებელი არის დატრენინგებული და გადამზადებული.

სპორტის სახეობებზე როცა ვსაუბრობთ, თაგ რაგბი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უკონტაქტო რაგბი, რომლითაც ვიწყებთ სასწავლო პროცესს. იგი ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: ერთიანობა, თანადგომა. აქ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ, კონკრეტულ სპორტის სახეობაზე, არამედ იმ უნარებზე, რომელიც დასაწყისიდანვე უნდა გამოვუმუშავოთ ბავშვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან მოქალაქეზე. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო საქმე საპილოტედ შევიდა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლითაც პილოტით შევდივართ და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ მოსწავლეებს ამ საგანს.

მე-7, მე-9 კლასის სამასზე მეტი მოსწავლე იქნება ჩართული ამ პროგრამაში, რომელთაც კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული, მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ ბავშვებს. ისეთი მზაობა აქვთ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, პილოტის შემდეგ არეალი გაფართოვდება.

2022-2023 წელს თუ იქნება კვლავ დაშვებული ონლაინ სწავლა? 

– ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა უკვე გამოსცა შესაბამისი ბრძანება. ჯანდაცვის სამინისტროს 224-ე ბრძანებას აქვს 37-ე დანართი, რომელიც მოიცავს იმას თუ, როგორ იქცევა კოვიდ რეგულაციების შემთხვევაში სკოლა. 37-ე დანართი არის რადიკალურად შეცვლილი. 

მოგეხსენებათ, რომ მთელი კოვიდ პანდემიის პერიოდში სკოლები იცავდნენ ერთ მეტრიან დისტანციას, ბევრი სკოლა ჰიბრიდულ მოდელზე სწორედ ამიტომ გადავიდა, რადგან კლასში ვეღარ ხდებოდა იმდენი ბავშვის ადმინისტრირება, რამდენიც მანამდე ჰყავდათ. ამ ცვლილების მიხედვით, ერთ მეტრიანი დისტანცია და პირბადე აღარ არის საჭირო. კოვიდის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება ბავშვის იზოლირება, საიზოლაციო ოთახები ისევ რჩება ძალაში, ხოლო კონტაქტად მოიაზრებიან მეგობრები, თანაკლასელები, მასწავლებლები და მათ 10 დღე უნდა ატარონ პირბადე საკლასო სივრცეში. დანარჩენი შეზღუდვები, რომელიც აქამდე იყო დაწესებული, მოიხსნა.

თუმცა, იქ სადაც იქნება ექიმის ჩვენება და საუბარი იქნება ისეთ დაავადებაზე ბავშვებში, რომელიც ერთ თვეზე მეტხანს მკურნალობას საჭიროებს და არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა სკოლაში იაროს, ჩვენ გვაქვს შინ სწავლება, რომლითაც უზრუნველყოფთ ამ ბავშვის სასწავლო პროცესში ჩართვას.

რამდენი ახალი სკოლა აშენდა და რამდენ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია? 

– ინფრასტრუქტურა ყოველთვის იყო უდიდესი გამოწვევა, ჩვენ 2086 საჯარო სკოლა გვაქვს და იცით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 მილიარდი ინვესტიციის მობილიზება სწორედ სკოლების ინფრასქტრუქტურის გამართულობისკენ იქნება მიმართული და 2026 წლამდე 80 ახალი სკოლა აშენდება, 700 სკოლაზე მეტის რეაბილიტიაცია მოხდება. 630 ათასი მოსწავლე გვყავს და მას შემდეგ რაც მოხდება სრული ინფრასტრუქტურული პროექტებით სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია რისი საჭიროებაც არის 2026 წლისთვის ამ სიკეთით 200 ათასზე მეტი ბავშვი ისარგებლებს.

2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.

მასშტაბები დიდია, მუშაობა არის აქტიური მაგრამ მას შემდეგ, რაც სისტემამ პრემიერთან დააიდენტიფიცირა, რომ კიდევ უფრო მეტი მასშტაბები გვჭირდება, სწორედ პრემიერისკენ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ 1 მილიარდი სკოლების რეაბილიტაციისკენ წამოვიდეს. ეს არ არის მხოლოდ მშენებლობა ან რეაბილიტაცია, ეს მოიაზრებს სკოლების აღჭურვას შესაბამისი სტანდარტებით, ამიტომაც არის ძალიან საშური საქმე.

არაქართულენოვანი სკოლების მიმართულებით რა სიახლეებია? 

– არაქართულენოვანი სკოლების სეგმენტის მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულად სხვადასხვა სამინისტროებთან მთელ რიგ საკითხებზე. განსაკუთრებით, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. ჩვენი მხრიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რასაც ხედავს ამ მიმართულებით, არის ის რომ ბილინგური პროგრამა, რომელიც მრავალი წელია ჩვენს სამინისტროში ფუნქციონირებს და არის უალტერნატივო. ეს პროგრამა გულისხმობს, რომ არაქართულენოვან სკოლებში ჩვენ მივლენილი გვყავს ორენოვანი ექსპერტები, მასწავლებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი პედაგოგების დახმარებას, რომ ერთი მხრივ, საკუთარ მშობლიურ ენაზე მიაწოდონ სხვადასხვა ინფორმაცია და მეთოდოლოგიის ნაწილში დაეხმარონ ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით მეთოდოლოგიის დაძლევაში და მეორე მხრივ ქართული ენის კომპეტენციები გაიძლიერონ. ამიტომ ბილინგური სწავლების გაძლიერება მოხდება და ჩვენ შერიგების საკითხებში სახელმწიფო აპარატთან ერთად მოვახდინეთ იდენტიფიცირება ყველა იმ თემისა, რომელზეც საუბრობენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში წარმოდგენილი სკოლები.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო აპარატთან ერთად ვგეგმავთ თემებს, საკითხები რაც გახდა ცნობილი თუ როგორ გავაძლიეროთ ეს ადამიანები, დავეხმაროთ მათ იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო ენის დონე აიმაღლონ, რასაც გვთხოვენ ძალიან და მეორე მხრივ, მათი მშობლიური ენის ნაწილში, თუნდაც სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, ვამუშავებთ ფოკუს ჯგუფებს, ვეთანამშრომლებით შესაბამის სახელმწიფოს, როგორც სომხეთის, ასევე, აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს, მათ შორის ან ლიტერატურის ნაწილში მოგვარდეს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აქვთ იდენტიფიცირებული. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ისინი არიან ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და არც ერთი თემა და საკითხი, რომელიც მათგან იქნება წამოსული, არ დარჩება ყურადღების მიღმა.

როგორც ცნობილია, სიახლეებია სკოლების ავტორიზაციის მიმართულებით…

– როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განათლებაზე, განათლების სისტემაზე ეს არის ის სფერო, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული.

საჯარო სკოლების ავტორიზაციის დასაწყისი, პირველი ეტაპი არის სკოლების თვითშეფასება. 2022 წლის ბოლოს დასრულდება 2086 სკოლის თვითშეფასება, 80 % ამ სკოლებისა უკვე შეფასებულია, მხარდამჭერი ექსპერტების ჩართულობით. ამის შემდეგ, რაც დაალაგებს სისტემას და ნახავს სად რა მდგომარეობაა, უკვე გადაინაწილებს ინფრასტრუქტურის სააგენტო თავის წინ ნაწილს, თუ სად არის პრიორიტეტული, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება სკოლებს ინფრასტრუქტურის ნაწილში, მასწავლებლის სახით ხარისხის ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ნაწილში, სამინისტრო თავისთავად. მოხდება განლაგება საავტორიზაციო გრაფიკზე სკოლებისა მზაობების შესაბამისად. იქ სადაც, ნაკლები ჩართულობა გვჭირდება ჩვენ და სკოლები უფრო მოწესრიგებულები არიან  პირველად დალაგდებიან საავტორიზაციო გრაფიკზე, 2023 წელს.

2024-2025 წლამდე ყველა საჯარო სკოლა უნდა იყოს ავტორიზებული და ჩვენ ეს ავტორიზების პროცესი ვერ წარმოგვედგინა, რომ უნდა იყოს მოსანიშნად ავტორიზებული, ეს არის გარე ხარისხის უზრუნველყოფა, გარე ხარისხის მექანიზმებით შიდა ხარისხს უნდა ააწყობინოს სკოლა. უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი, დაწყებული სკოლის კულტურის ჩამოყალიბებით, იმის გააზრება, რომ ყველა უნდა იყოს სკოლის სიცოცხლის პროცესში ჩართული, თითოეული მასწავლებელი, დირექტორი და მშობელი. ყველას აქვს თავისი როლი და ადგილი, ავტორიზაცია სწორედ ამას დაალაგებს, ასწავლის სკოლას, რა არის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა, შესაბამისად, წლევანდელი წელი დასრულდება 2086 სკოლის თვითშეფასებით და შემდეგ ამ შეფასების მიხედვით განლაგდებიან საავტორიზაციო გრაფიკზე მათი მონაცემების მიხედვით.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!