პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„სულ ვეუბნები, რომ არ გარისკოთ, თუმცა როცა ხედავენ, რომ ადამიანი იღუპება, ამას...

„სულ ვეუბნები, რომ არ გარისკოთ, თუმცა როცა ხედავენ, რომ ადამიანი იღუპება, ამას მაინც აკეთებენ…“ – ვახტანგ გომელაური მაშველებსა და მფრინავებზე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

შს მინისტრმა დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა.

„ყველას გახსოვთ ბათუმში, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა და მოყვნენ ადამიანები შიგნით … ბავშვებიც იყვნენ შიგნით მოყოლილები, უფროსებიც და მახსოვს გვითხრეს ექსპერტებმა, რომ შეიძლება მეორე კორპუსის ფლიგელიც ჩამონგრეულიყო და მაშველები მოყოლილიყვნენ ქვეშ. რამდენჯერმე  ვუთხარი ბატონ თემურს – გამოეყვანა მაშველები,  თუმცა არ უჯერებდნენ ისინი..

ჩამოვიდნენ მერე მაშველები, კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანიც იქ იყვნენ მაშინ მახსოვს და ესეთი სიტყვები მითხრეს, ბატონო მინისტრო, შეიძლება ცოცხლები არიან კიდევ და იქნებ ვუშველოთო, ვიცით რომ შეიძლება ჩამოინგრეს და მოვყვეთ ქვეშ-ო, ეს იყო მათი სიტყვები და მე მართლა ვერაფერი ვეღარ ვუთხარი, მიტრიალდნენ და გააგრძელეს მუშაობა.

იგივე ავიაცია, ურთულეს პირობებში რომ გადაარჩინოს ტურისტი იქნება თუ მთასვლელი უწევთ გარისკვა.  

სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არ ქნათ, არ გასირკოთ, თუმცა როცა ხედავენ, რომ ადამიანი იღუპება, წუთებია, წამებია, მაინც ამას აკეთებენ და სამწუხაროდ რისკავენ ხოლმე, თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, სამსახურიც ჩვენი ეს არის. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, თქვენ პირველ რიგში, ოჯახის წევრებს და ვუთხრა ბიჭებს ყველას, მაშველებს, მფრინავებს, სპეც. დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, რასაც ისინი აკეთებენ, რაც არ ჩანს ხშირად, ესენი ნამდვილად გმირები არიან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!