ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, 1 800-მდე დევნილ ოჯახს სახლი უკვე გადაეცა -...

„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, 1 800-მდე დევნილ ოჯახს სახლი უკვე გადაეცა – ვინ იქნება შემდეგი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 000-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართებს მიიღებს. აქედან, 7 000-მდე დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებულ, ახალ ბინებს გადასცემენ. 6 000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.  

პროექტის არსსა და მნიშვნელობაზე „პრაიმტაიმს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ესაუბრა. 

– რამდენია „სოფლად სახლის“ ბიუჯეტი?

– თანხა სულადობის მიხედვით ნაწილდება. მინიმუმი ოდენობა 22 ათასი ლარია,. სამზე მეტი წევრის შემდეგ, თითოეულ წევრზე 1000 დოლარი ემატება. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი, ოჯახზე, საშუალოდ, დაახლოებით, 30 000 ლარია.

პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე თვეა გასული და უკვე შეგვიძლია გარკვეული შეფასების გაკეთება – მთლიანად პროგრამაც და „სოფლად სახლის“ კომპონენტი აქტიურად და წარმატებით ხორციელდება – როგორც აღვნიშნე, 3 წლის განმავლობაში, 6000-მდე ოჯახი უნდა განსახლდეს „სოფლად სახლის“ ფარგლებში. წელიწადში, სააგენტო სახლს, 2 000-მდე დევნილ ოჯახს შეუძენს.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის დაწყებიდან 1800-მდე მეტ ოჯახს უკვე დაუკმაყოფილდა მოთხოვნა.

– დევნილი ოჯახებისთვის მისაღებია ეს შეთავაზება?

– სააგენტოში „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, თვეში, დაახლოებით, 500-600 განაცხადი შემოდის. საკმაოდ აქტიური პროგრამაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ 6 თვეში, პრაქტიკულად, აქვთ შესაძლებლობა საკუთარი სახლი ჰქონდეთ.

– რა უჯდება სახელმწიფოს პროგრამა „სოფლად სახლი“, რამდენია ბიუჯეტი?

– დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც 13 000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ითვალისწინებს, ჯამში ჯდება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. აქედან,  200 მილიონამდე  ლარამდე დაიხარჯება „სოფლად სახლის“ პროგრამაზე.

იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამით საცხოვრებელს, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. სოფლად სახლის კომპონენტის გარდა, პროგრამა მოიცავს ახალი სახლების მშენებლობას 5 ქალაქში – რუსთავში, ზუგდიდში, ბორჯომში, თბილისსა და ქუთაისში.

ბორჯომსა და რუსთავში უკვე დასრულდა. ახლა მიმდინარეობს მიმდინარეობს შეფასება, ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გავაფორმებთ და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ბორჯომში ამ მშენებლობების დასრულების შემდეგ, ამ ქალაქში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ყველა ოჯახი უკვე განსახლებული იქნება. ამით, ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების პრობლემა სრულად მოგვარებული იქნება.

რაც შეეხება თბილისს (2 400 ბინა აშენდება), ქუთაისსა (720 ბინა აშენდება) და ზუგდიდს (1 700 ბინა აშენდება), მთავრობის განკარგულებით, ამ ქალაქებში ბინები განვადებით აშენდება. მშენებლობები 2-3 წელიწადში დასრულდება, სახელმწიფო კი გადახდას 4 წლის განმავლობაში განახორციელებს. დევნილები ბინებს ჩვეულებრივ მიიღებენ, 2-3 წელიწადში, როგორც კი მშენებლობები დასრულდება, განვადება მათ არ შეეხებათ, ეს სახელმწიფოსა და მშენებლებს შორის ურთიერთობების საკითხია.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, პროგრამის დაწყებიდან 3  წელიწადში (დევნილთა განსახლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო), 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდეს. მომდევნო 3 წელიწადში, ამ ოჯახებს უკვე ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები და მიეცემათ ღირსეული ცხოვრების საშუალება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო და 13 000-მდე დევნილი ოჯახი, 3 წლის განმავლობაში განსახლდება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!