ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები და ჟურნალისტები იკრიბებიან, ჰაუ ედვარდსი კი გადაცემაში შავი...

სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები და ჟურნალისტები იკრიბებიან, ჰაუ ედვარდსი კი გადაცემაში შავი ჰალსტუხითა და პიჯაკით გამოჩნდა – რა ხდება ბრიტანეთში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

BBC-მ რეგულარული გადაცემები შეაჩერა და პირდაპირ ეთერით მოვლენების უწყვეტ რეჟიმში გაშუქებაზე გადავიდა.  ამავდროულად პირდაპირი ეთერის წამყვანი, ჰაუ ედვარდსი გადაცემაში შავი ჰალსტუხითა და პიჯაკით იყო წარმოდგენილი.  წამყვანის გადაწყვეტილებამ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.

პარალელურად BBC-ის სამეფო კარის კორესპონდენტი აცხადებს,  რომ ბრიტანეთი „უნდა მოემზადოს ყველაზე უარესისთვის“.

ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბალმორალის ციხესიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან. BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ყველა შვილი ან იმყოფება შოლტანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში ან გზაშია. პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა უკვე ჩავიდნენ ბალმორალში. ასევე, სასახლეში მიემგზავრებიან პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი, უილიამი კი უკვე ბალმორალშია. მისი მეუღლე ქეითი კი უინძორში დარჩა, რადგან უილიამისა და ქეითის შვილები დღეს პირველად წავიდნენ სკოლაში. გაერთიანებული სამეფოს მონარქს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი ჰყავს.

სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები და ჟურნალისტები იკრიბებიან, მათ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ. 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!