ოთხშაბათი, მარტი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირუსთავში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება

რუსთავში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება. მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტი, უკვე აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის პროცესს, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. 

„მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების ნიზნით მიმდინარე რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი სერვისცენტრის მშენებლობა. პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთაველებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მოქნილი და თანამედროვე მომსახურება მიიღონ ქალაქის მერიისგან“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 430 კვადრატული მეტრი ფართობის ერთსართულიანი შენობა, მეგობრობის გამზირზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები ახალი სერვისცენტრიდან შეძლებენ. როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრმა თამარ გოგაძემ განაცხადა, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, რომელიც რუსთავის მერიაში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია  რუსთაველებისთვის, რადგან შედეგად ისინი მათთვის უფრო მოსახერხებელ და თანამედროვე მომსახურებას მიიღებენ ქალაქის მერიისგან.

მუნიციპალური სერვისების რეფორმა რუსთავში მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. არქიტექტურის სამსახურის, მუნიციპალური ინსპექციის  და დასუფთავების სამსახურის შემდეგ,  რეფორმა მოქალაქეთა მომსახურების პროფილის სამსახურებშიც დაიწყო. რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი, მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის კომფორტული და თანამედროვე  გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!