ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირა არ უნდა დადოთ მაგიდაზე - სუფრასთან ქცევის წესები

რა არ უნდა დადოთ მაგიდაზე – სუფრასთან ქცევის წესები

kompensacia frenebzekompensacia frenebze

იმისთვის, რომ ადამიანმა ნებისმიერ სივრცეში თავისუფლად და კომფორტულად იგრძნოს თავი, მნიშვნელოვანია გარკვეული ეტიკეტის ნორმები და წესები იცოდეს.

ქცევის წესები მაგიდასთან:

  • არასოდეს დადოთ იდაყვები მაგიდაზე – მხოლოდ ხელები უნდა იყოს მაგიდაზე. დაალაგეთ ისინი თქვენს კალთაზე.
  • თუ პერსონალმა უკვე მოიტანა კერძი, დაელოდეთ სანამ სუფრაზე ყველა სტუმარს მოემსახურებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ჭამა.
  •  არ დააწყოთ მაგიდაზე ის ნივთები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ საკვებთან. მაგალითად მობილური ტელეფონი, საფულე, ჩანთა, სანთებელა და ა.შ.
  • თუ პირში საჭმელი გაქვთ, ეცადეთ თავი აარიდოთ საუბარს. დაღეჭეთ, გადაყლაპეთ საკვები და მხოლოდ ამის შემდეგ შედით დიალოგში.
  • თუ თქვენ გჭირდებათ ტუალეტში წასვლა, თქვით „ბოდიში, წავალ ერთი წუთით“.
  • გამოიყენეთ ნაკლები ჟესტები, რათა არ დააზიანოთ თანამოსაუბრე ან არ ჩამოაგდოთ საკვები.
  • კბილებს შორის საჭმელი გაქვთ ჩარჩენილი? მისი მოცილება არ სცადოთ სუფრასთან, თუ ამ დისკომფორტს  ვერ უძლებთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ, გახვიდეთ და საპირფარეშოს ოთახში კბილებში ჩარჩენილი საკვები ამოიღოთ.
  • თუ ნივთი არ არის საჭმლის ნაწილი, ის არ უნდა იყოს მაგიდაზე, მაგალითად: ტელეფონი, ხელჩანთა, გასაღები, ქუდი, ხელთათმანი, სათვალე და სიგარეტის კოლოფი. 
  • თუ ლიმონის გამოწურვა გჭირდებათ თევზზე ან ზღვის პროდუქტებზე, დააფარეთ ხელი. ასე რომ, წვენის წვეთები არ დაეცემა არც სხვებს და არც თქვენს თვალში;
  •  სიგარეტი უნდა ჩააქრო საფერფლეში, მაგრამ არა თეფშში.
  • თუ აღმოსავლურ კერძებს მიირთმევთ, არ გადააჯვარედინოთ ჩხირები, ეს ნიშნავს, რომ საკვები არ მოგეწონათ.
  • თუ გადმოგაწოდეს საკვები, არ დაუბრუნოთ უკან, მიაწოდეთ წრეზე სხვასაც, ან დადგით ცარიელ ადგილას.
  •  თუ გთხოვეს მარილის მიწოდება, ეტიკეტის თანახმად უნდა მიაწოდოთ მარილისა და პილპილის სრული კომპლექტი.
amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!