ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ორი დღის წინ ცუდად გახდა... დიდი ბავშვი წავიდა“ - მარინა სალუქვაძე მეგობარს...

„ორი დღის წინ ცუდად გახდა… დიდი ბავშვი წავიდა“ – მარინა სალუქვაძე მეგობარს ემშვიდობება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მსახიობი მარინა სალუქვაძე გარდაცვლილ მეგობარზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„მიშას ბოლოს 2 თვის წინ ვესაუბრე, შემდეგ დავიფანტეთ, ზაფხული იყო. დღეს დილას, გამთენიისას მისი მეუღლისგან გავიგე, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა. 2 დღის წინ შეუძლოდ გახდა, თურმე ძალიან ახველებდა. საავადმყოფოში წაიყვანეს და ფილტვების უკმარისობით დღეს გარდაიცვალა. 

ისეთი არაორდინალური, საინტერესო,საყვარელი, გემრიელი ბიჭი იყო.  ძალიან ვმეგობრობდი მთელ ოჯახთან. თითქმის ყველა ჩვენს პროექტში მიშა იყო დაკავებული. საოცარი არტისტი, ბავშვური იყო… დიდი ბავშვი წავიდა… ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – ამბობს მარინა სალუქვაძე.

ცნობისთვის, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გამთენიისას გარდაიცვალა. 

მიხეილ გომიაშვილს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი და მიღებული აქვს როგორც ქართული ასევე საერთაშორისო პრიზები.

მიშა გომიაშვილმა 1986 წელს  დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო).

მუშაობდა “მეტეხის თეატრში”. 1996 წლიდან  მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია . თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი  “საწვავი”, რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე “მდგმურები”, რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი “ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია”, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე “განდეგილი” , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი “მარატ-სად”-ის მიხედვით “დირექტორი აბაზანაში”, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი “უბედურება” რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი “თოვლივით თეთრი თოვლი” რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი “მამა”, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!