ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვით ექსპერტებს კახა ბახტაძესა და ლევან ზაზაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ექსპერტებმა, პროექტის მიზნები და შედეგები განიხილეს, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდას ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებების დანერგვის საკითხში.

აღნიშნული პროექტის დაფინანსება ხორციელდება სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ხოლო პროექტს ახორციელებენ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ და “SOSNA”.სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა გასვლითი შეხვედრები, რის შედეგადაც განისაზღვრება სამიზნე ჯგუფები, მოსახლეობა რომელიც მიიღებს “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში უსაფრთხო სასმელ წყალს და გაუმჯობესდება სანიტარული და ჰიგიენური პირობები.აღნიშნული პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის საასენიზაციო მანქანა გადმოეცემა, რომელიც გამოყენებული იქნება ჩამდინარე წყლების შეგროვებისთვის.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!