პარასკევი, მარტი 29, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე“ - ნელი დოროყაშვილი

„ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე“ – ნელი დოროყაშვილი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. პროცესი 4 საათს მიმდინარეობდა. 

მხარეებმა ნელი დოროყაშვილს კითხვები დაუსვეს, აჩვენეს ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, რომლებიც, ბრალდების მხარის შეფასებით, ძალადობის ფაქტებს ადასტურებს.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოზე კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. ქალი სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

„ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე და დაეკისროს ვალდებულება, ოღონდ სასჯელს მე ვერ შევუფარდებ, ეს მოსამართლესთან უნდა გაარკვიოთ. ჩემთან ამ შეკითხვაზე ლაპარაკი არარელევანტურია. განვმეორდები, ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე, ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა საზოგადო მოქალაქემ.

თუ ის გაინტერესებთ, რა ძალადობებზეა საუბარი, საკმაოდ მოცულობითია ეს კონკრეტული შემთხვევა და ძალიან ბევრი სახის ძალადობებზეა საუბარი,” – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

ამასთან, საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდება ითვალისწინებს, სასჯელის ალტერნატივად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და ასევე, თავისუფლების აღკვეთას.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!