ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„მხიარული გოგონა, ოდრი ჰეპბერნის მსგავსი გარეგნობით და ბედნიერი ღიმილით“ - ია ნინიძე...

„მხიარული გოგონა, ოდრი ჰეპბერნის მსგავსი გარეგნობით და ბედნიერი ღიმილით“ – ია ნინიძე იუბილარია

kompensacia frenebzekompensacia frenebze

რუსეთში მოღვაწე ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1995) ია ნინიძე იუბილარია. მსახიობს 62 წელი შეუსრულდა.

ნინიძე დაიბადა 1960 წლის 8 სექტემბერს, თბილისში. სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1981 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1981-1996 წლებში იყო რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

კინოში მისი დებიუტი, რვა წლის ასაკში შედგა, ციცინოს როლი შეასრულა გიორგი დანელიას კომედიაში არ იდარდო! ( 1969 წელი). 1976 წელს გახდა პოპულარული საბჭოთა კავშირის ქვეყნებში – ბრწყინვალედ ითამაშა დენის ფლორინის როლი, რეჟისორ ლეონიდ კვინიხიძის სატელევიზიო მუსიკალურ კომედიაში „ზეციური მერცხლები“.

1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მუშაობდა თეატრ–კაბარე „ღამურაში“. ია ნინიძე 2000 წელს სცენაზე მიღებული მძიმე ტრავმის (პრემიერის რეპეტიციის დროს მსახიობს 300 კილოგრამიანი ნაკრები დაეცა) შედეგად იძულებული გახდა სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა.

 დღემდე მონაწილეობს რუსეთში სხვადასხვა ღონისძიებაში, ქალიშვილ ნინოსთან ერთად, რომელიც ასევე მსახიობია.

 

ია ნინიძის შემოქმედებითი გზა, ბევრისთვის არის ცნობილი, მისი კარიერა „ვერის უბნის მელოდიებიდან” დაიწყო, რის შემდეგაც წარმატებით გაგრძელდა ჯერ საქართველოში, მერე კი – რუსეთში.

მხიარული გოგონა, ოდრი ჰეპბერნის მსგავსი გარეგნობით და ბედნიერი ღიმილით, რეჟისორების ყურადღებას ადვილად იპყრობდა. ბევრი კარგი როლი ითამაშა რუსულ კინოსა და თეატრში, მისი ეკრანული სახეებიც დასამახსოვრებელი გახდა საზოგადოებისთვის.

მისი პირადი ცხოვრების შესახებ, ფართო საზოგადოებამ ნაკლები იცის. პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი – ნიკუშა შენგელაია იყო, თუმცა ორ წელიწადში დაშორდა  და მოსკოვში დაბრუნდა სასწავლებლად.

მერე იყო სერგეი მაკსაჩევი, რომელიც ასევე მსახიობი(VGIK) იყო. მას დიდხანს უყვარდა ია. მის გამო თბილისშიც გადმოვიდა საცხოვრებლად, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა.

წყვილს პირველი შვილი – გიორგი შეეძინათ, თუმცა სერგეიმ საქართველოში კარიერა ვერ ააწყო და მოსკოვში დაბრუნდა. იქიდან ზრუნავდა ცოლ-შვილზე…

ერთად ცხოვრება არ გამოვიდა, იას ამ ოჯახის დანგრევაც მოუწია. სერგეი წლების შემდეგ, პოლიტიკაში გადაბარგდა, კურსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი იყო. მას სხვა ოჯახი აქვს, ორი ქალიშვილი ჰყავს.

იას მესამე მეუღლე კი მიხეილ ბუჩენკოვი იყო, მისგან ჰყავს ქალიშვილი ნინო, რომელიც აგრძელებს დედის პროფესიას და შვილიშვილი ალექსანდრე.

„მერე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ნინოს მამა მიშა, ასევე შემოქმედებითი ადამიანი, მხატვარი. მანაც ერთხელ ბედის საძიებლად ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა…

ერთ წელიწადში დაბრუნდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო – მეორედ აღარ მინდოდა ერთ მდინარეში შეცურვა… თუმცა ყველა ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა მაქვს, სხვანაირად არც შეიძლება“, – იხსენებს ია ერთ-ერთ ინტერვიუში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!