სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„მომენტალურად იცვლებოდა, შეიძლება, ტაიფუნი გამხდარიყო“ - რას ჰყვება თამროზე ყოფილი მოსწავლე

„მომენტალურად იცვლებოდა, შეიძლება, ტაიფუნი გამხდარიყო“ – რას ჰყვება თამროზე ყოფილი მოსწავლე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ თამროს ტრაგიკული ცხოვრების შესახებ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც თითქმის 10 წლის განმავლობაში, ქუთაისელი თამუნიას შესახებ არაფერი სმენიათ. ჩვენ მის ყოფილ მოსწავლეს, ანა ბრეგაძეს დავუკავშირდით, რომელმაც თამროს შესახებ აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ გვიამბო.

„ჩვენთან, N39 სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა. ყოველთვის გაპრანჭული, მოწესრიგებული, სულ მდიდრულად და განსაკუთრებულად იყო ჩაცმული. ძალიან ფაქიზი იყო, მაგრამ რამე თუ არ მოეწონებოდა, ოჰ… მერე ნაზი და ფაქიზი აღარ იყო. მაშინ მისი ოჯახური ტრაგედიის შესახებ არაფერი ვიცოდით. სულ ეგონა, რომ ბავშვები მის დაჩაგვრას ცდილობდნენ. ჩვენ მაშინ უკვე დიდები ვიყავით, გარდატეხის ასაკში რომ არიან და ბიჭები ყოყლოჩინობენ…  ეტყობოდა, რომ ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. მომენტალურად იცვლებოდა, შეიძლება, ტაიფუნი გამხდარიყო, ძალიან მკაცრი ხდებოდა.

რაც საუკეთესო იყო, ყოველთვის ის ეცვა. ეს ყოველთვის ყურადღებას იპყრობდა. ხომ იცით, გოგონებს თვალი მაგაზე გაგვირბოდა. 

– მაშინ ატყობდით რამეს, რომ მძიმე ცხოვრება და ისტორია ჰქონდა გამოვლილი?

– ეტყობოდა, ტაიფუნიც მსუბუქად ვთქვი. ძალიან აგრესიული ხდებოდა. ერთი ადამიანიდან მეორე. იმ ასაკში სისხლი გვიდუღდა, ადრენალინი გვინდოდა და არავინ ერიდებოდა. პირიქით, პროვოცირებას ვახდენდით ხოლმე. მსუბუქად, ბავშვურად, რა თქმა უნდა. თუ შეგამჩნევდა… 

მაშინ ვერ ვხვდებოდით, მაგრამ თურმე ტრაგედიის გავლენა ყოფილა, უცებ რომ ეცვლებოდა ხასიათი. ერთი პერიოდი გაბრაზებულიც კი ვიყავი, დაუმსახურებლად მისმა რისხვამ მიწია. მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ტკბილად მახსენდება. სხვათასორის, სულ მისი დამცველი ვიყავი“, – გვიყვება ანა ბრეგაძე.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!