პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„მანქანიდან საფულე რომ მომპარე, კიდევ დაგიმატებ 700 ლარს, ოღონდ საბუთები დამიბრუნე“ -...

„მანქანიდან საფულე რომ მომპარე, კიდევ დაგიმატებ 700 ლარს, ოღონდ საბუთები დამიბრუნე“ – რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

„31 მაისს ვარკეთილში შუამთის 5-ში ღია მანქანიდან საფულე რომ მომპარე. კიდევ დაგიმატებ 700 ლარს ოღონდ საბუთები დამიბრუნე თუ პოსტს ნახავ“, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ტატო ლომიძე „ფეისბუქზე“ წერს.

პირადობას ვერ ვიღებ, ვერც მანქანების ტექ.პასპორტს, ვერც მართვის მოწმობას, ამდენი ხანია ვწვალობ.

მოკლედ, ყველაფერი მე უნდა დამემართოს. იუსტიციაში მისამართი არასწორად ჩამიწერეს, როცა პირადობის განახლებაზე ვიყავი 2014 წ. მითხრეს, ჩვენი ბრალია, მაგრამ თბილისში ვერ შეგიცვლით რაიონიდან უნდა მოგვივიდეს მისამართის ჩასწორებაო. მაშინ ბევრი მაწვალეს და ბოლოს დავანებე, ვერ ჩავასწორე, ახლა ისევ გადამაგზავნეს და იგივე ხდება, დღემდე ვერ ავიღე პირადობა. არც დრო მაქვს სიარულის, ათასი საქმე მაქვს, ყოველდღე ვმუშაობ და ვერ მიხერხდება… იქნებ მომიტანო ეგ პირადობა, თუ არ გადაგიგდია. დადე ისეთ ადგილას ვინმემ რომ მაინც ნახოს..

ბევრი პრობლემა მექმნება ამ პირადობის გარეშე“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!