ორშაბათი, მარტი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლოს ანჯელესში

„მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლოს ანჯელესში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ლოს ანჯელესში „მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN წერს. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ინფიცირებულს დასუსტებული ჰქონდა იმუნური სისტემა, რის გამოც ის ჰოსპიტალიზებული იყო.

„ძლიერი იმუნოდეფიციტის მქონე პირებს, რომლებსაც „მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო ნიშნები აქვთ, მოვუწოდებთ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, დაიწყონ ადრეული მკურნალობა და დარჩნენ მეთვალყურეობის ქვეშ დაავადების დროს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აშშ-ში სულ აღრიცხულია „მაიმუნის ყვავილის“ 22 ათასამდე სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა. აქედან ყველაზე მეტი – 4 300 შემთხვევა კალიფორნიაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით გამოვლენილია „მაიმუნის ყვავილის“ თითქმის 58 ათასი შემთხვევა და დადასტურდა 18 გარდაცვალება.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!